ბათუმში ქვეითად მოსიარულე 50 წლამდე ქალს მანქანა დაეჯახა. მას თან ბავშვი ახლდა.
გამოცემა ბათუმელები თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ მძღოლი ადგილიდან მიიმალა.
დაშავებული ქალი კლინიკაში გადაიყვანეს.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
ბათუმში ქვეითად მოსიარულე 50 წლამდე ქალს მანქანა დაეჯახა. მას თან ბავშვი ახლდა.
გამოცემა ბათუმელები თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ მძღოლი ადგილიდან მიიმალა.
დაშავებული ქალი კლინიკაში გადაიყვანეს.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
1746900863
პუტინის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის თქმით, ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე დღის წინ სამდღიანი "ცეცხლის შეწყვეტა“ გამოაცხადა და კიევს ახლა სურს, რომ სამი დღე 30 დღემდე გადაიზარდოს."ჩვენ ამაზე უნდა ვიფიქროთ. ეს ახალი ცვლილებებია. ამიტომ, ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიცია. დიახ, რა თქმა უნდა, ვხედავთ, რომ ევროპა გვეწინააღმდეგება. ევროპა რეალურად ძალიან ღიად გვეწინააღმდეგება. ჩვენ ამას ვგრძნობთ, ვიცით და უკვე შევეჩვიეთ.ჩვენ უკვე შევეჩვიეთ სანქციებს. უკვე წარმოგვიდგენია, რას ვიზამთ ამ სანქციების გამოცხადების შემდეგ, როგორ შევამციროთ მათი შედეგები და ა.შ. ჩვენ ეს ვისწავლეთ, ამიტომ ამ სანქციებით ჩვენი დაშინება დროის ფუჭად კარგვაა“, - განაცხადა პესკოვმა.გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი კიევში ჩავიდნენ. შეხვედრის შემდეგ, ევროპელმა ლიდერებმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დაურეკეს.საბოლოოდ შეხვედრის მონაწილეებმა რუსეთს ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმების ბოლო ვადა დაუწესეს.ცნობილია, რომ უკრაინა და მისი ყველა მოკავშირე მზად არიან 12 მაისიდან ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაზე სრული, უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის, სულ მცირე 30 დღის განმავლობაში.
1746892500
"ევროპა განსხვავებული აზრების ურთიერთპატივისცემაზე დგას. ეს არის ის დასავლური ღირებულება, რომლისკენაც თითოეული ჩვენგანი ისწრაფვის.ისინი, ვინც გუშინ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერ დავით მანგოშვილს დაესხნენ თავს, საჯაროდ ერთიანობის მომხრეები არიან და თანასწორობისკენ მოგვიწოდებენ, მაგრამ მათი ქმედებები ამის საპირისპიროსკენ მიგვითითებენ.არ შეიძლება თანადგომა, სოლიდარობა, ერთიანობა და თანასწორობა არსებობდეს, იმ სივრცეში, სადაც ერთმანეთის გამოხატვის, პროტესტის თავისუფლებას ვზღუდავთ. არავის აქვს უფლება განსაზღვროს რა ფორმით გამოხატავს მოქალაქე სამართლიან პროტესტს, მით უმეტეს, როდესაც საკითხი ეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტის პოლიტიკურ პატიმრობას. ეს ფაქტი აღიარებულია მთელი ცივილიზებული სამყაროს მიერ.ანუ, იმ ადამიანებს, რომელთა ქცევაც მნიშვნელოვნად ემთხვევა კომუნისტურ-მარქსისტულ მიდგომას, რომელმაც საქართველო 70-წლიან ტყვეობაში მოაქცია, თურმე აქვთ უფლება საპროტესტო ბანერი წაართვან იმ ადამიანის მხარდამჭერს, რომელმაც პირველად აღმართა საქართველოში ევროკავშირის დროშა. გუშინ ამ ნაბიჯით ისინი პუტინის, ივანიშვილის, სიმონიანის, ლავროვის თანამოაზრეებად იქცნენ.ჩვენ კარგად გვესმის საზოგადოების დაკვეთა, რაც ერთიანობაზე გადის. ამისთვის, ჩვენი პარტიული ინტერესები არაერთხელ დაგვიყენებია უკან პლანზე, მაგრამ ჩვენს მხარდამჭერებზე თავდასხმა ყველანაირ ზღვარს სცდება. “განსხვავებული აზრის მქონე ადამიანის მიმართ ძალადობა, პუტინისა და საქართველოში მისი მეხუთე კოლონის ხელწერა და მეთოდია, რითაც რეჟიმის მიმართ მიმდინარე მთელი ქართული პატრიოტული საზოგადოების გახლეჩა და დისკრედიტაცია ხდება. ამას მხოლოდ ღიად ან ფარულად ამ რეჟიმის მსახური თუ ჩაიდენს.ყველას კარგად გვინდა შევახსენოთ, რომ ჩვენ ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა, რეპრესიების საკუთარ თავზე გადატანა 2012 წლის 2 ოქტომბრიდან გვიწევს, ამიტომ ივანიშვილი რეჟიმის მხილებას და მათ წინააღმდეგ ბრძოლაში 12 წელია, ქართველ ხალხთან ერთად მთავარ როლს ვასრულებთ.მოვუწოდებთ რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ ყველა პოლიტიკურ, არასამთავრობო თუ არაფორმალურ საზოგადოებრივ გაერთიანებას, დაგმოს ამგვარი ძალადობა და ყველაფერი ვიღონოთ, რათა მომავალში საერთო სახალხო პროტესტის ფარგლებში, ამგვარ უღირს, (კრიმინალურზე რომ არაფერი ვთქვათ) პროვოკაციულ ქმედებას, ადგილი აღარ ჰქონდეს.გვახსოვდეს, რომ ყველაზე მთავარი ევროპული ღირებულება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაა, რომელთან ბრძოლაში ბოლშევიკური რეჟიმიც კი დაემხო", - აღნიშნულია განცხადებაში.
1746889620
როგორც პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენის დედა "ტვ პირველთან" აცხადებს, პატაკის გარეშე, მხოლოდ სიტყვიერი მითითებით ციხიდან უკან გამოაბრუნეს.ეკა წერეთლის თქმით, მას შემდეგ, რაც გიორგის მოწამვლაზე ეჭვი გაუჩნდათ, ციხის საკვების ნაცვლად მას ოჯახი უგზავნიდა საჭმელს.ჩიკვაიძის დედა მიიჩნევს, რომ ამ გზით გიორგიზე ზეწოლის მოხდენას ცდილობენ."მე, როგორც გიორგისთან დაშვებული პირი, საკვები წინა შაბათს შევიტანე და პრობლემა არ მქონია. დღესაც მივედი გამზადებული საჭმელით, სხვას ყველას შეატანინეს ვინც ხანგრძლივ პაემნებზე იყვნენ. მოგეხსენებათ, გიორგი იქაურ საკვებს არ ჭამს და ახლა სამი დღე იქნება ფაქტობრივად მშიერი, იმიტომ რომ მე არ შემატანინეს მასთან საკვები, რა თქმა უნდა, ჩვენი კითხვა იყო, რის საფუძველზეც არ მაძლევთ საშუალებას, რომ შევიტანო საკვები, არის თუ არა ამის პატაკი იმიტომ რომ საკვების დაშვება და აკრძალვაც უნდა იყოს პატაკით. როგორც მითხრეს პატაკი ჯერჯერობით არ არის და ეს იყო სიტყვიერი ასეთი მითითება. მივდივარ იქითკენ, რომ ეს არის, რაღაც ტიპის ზეწოლა გიორგიზე. რაღა ზეწოლა გინდათ, ადამიანი მოწამლეთ ციხეში, მიაჯაჭვეთ ეტლს, მიუსაჯეთ 9 წელი, მის მეგობარს 8 წელი. ციხეში გყავთ ადამიანი და საჭმელსაც აღარ აძლევთ ადამიანს", - აცხადებს ეკა წერეთელი.ცნობისთვის, გიორგი ჩიკვაიძეს 9 წლით პატიმრობა მიესაჯა, ხოლო მის ბიზნესპარტნიორს, ირაკლი პაპიაშვილს 8 წლით. გადაწყვეტილება მოსამართლე იზა კელენჯერიძემ გამოაცხადა.გიორგი ჩიკვაიძეს და და ირაკლი პაპიაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182, II – „ა, ,,დ’’, III -“ბ” მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს.
1746885443
"ჩვენ შევთანხმდით, რომ ორშაბათიდან, 12 მაისიდან, უნდა დაიწყოს სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა მინიმუმ 30 დღით. ჩვენ ამას რუსეთისგან ერთად ვითხოვთ, ვიცით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამაში მხარს გვიჭერს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.მისივე თქმით, უპირობო ცეცხლის შეწყვეტა ნიშნავს "ყოველგვარი პირობების გარეშე“. მისი თქმით, ნებისმიერი პირობის წამოყენების მცდელობა ომის გახანგრძლივებისა და დიპლომატიის ჩაშლის განზრახვის დასტურია.პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს ყოვლისმომცველი: ჰაერში, ზღვასა და ხმელეთზე. ამავდროულად, მისი თქმით, სავსებით შესაძლებელია ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის უზრუნველყოფა ამერიკის შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით."ეს ნამდვილად რეალისტურია. ცეცხლის შეწყვეტა უნდა გაგრძელდეს 30 დღე, რათა დიპლომატიას რეალური შანსი მიეცეს. ამ დროის განმავლობაში, მუშაობა მშვიდობის უსაფრთხოების, პოლიტიკური და ჰუმანიტარული საფუძვლების დადგენაზე იქნება ორიენტირებული“, - განაცხადა ზელენსკიმ.მისივე თქმით, უკრაინა მოხარულია, რომ ცეცხლის შეწყვეტისა და შინაარსიან დიპლომატიაზე გადასვლის მოთხოვნას ყველა უჭერს მხარს, არა მხოლოდ ევროპული ქვეყნები, არამედ ამერიკის შეერთებული შტატებიც, რომელმაც ეს პირველმა შესთავაზა. "სხვათა შორის, ჯერ კიდევ 11 მარტს საუდის არაბეთში შეხვედრის დროს“, - აღნიშნა მან.პრეზიდენტის თქმით, უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების გაძლიერება, როგორც უკრაინის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების მთავარი გარანტია, აშკარა პრიორიტეტია. ამავდროულად, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დამხმარე კონტინგენტიც უსაფრთხოების გარანტიების ძირითად ელემენტად უნდა იქცეს.რა ემუქრება რუსეთს უარის თქმის შემთხვევაში"თუ რუსეთი უარს იტყვის სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე, სანქციები უნდა იქნეს გამოყენებული“, - აღნიშნა ზელენსკიმ.მან განმარტა, რომ რუსეთის ენერგეტიკული სექტორისა და საბანკო სისტემის წინააღმდეგ სანქციები გამკაცრდება."მიმდინარეობს ევროკავშირის მიერ სანქციების მკაცრი მე-17 პაკეტის მომზადება. ის კოორდინირებული იქნება დიდი ბრიტანეთის, ნორვეგიისა და აშშ-ის სანქციებთან. ჩვენ მივესალმებით კანადის ძლიერ სიგნალს მათი მხრიდან სანქციების გამკაცრების შესახებ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.ზელენსკის თქმით, უკრაინა დათანხმდა თავის პარტნიორებთან რუსეთის გაყინული აქტივების ეფექტურად გამოყენებაზე მუშაობის გაგრძელებას. ამ საკითხის განხილვა დაგეგმილია G7-ის შემდეგ სამიტზე.გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი კიევში ჩავიდნენ. შეხვედრის შემდეგ, ევროპელმა ლიდერებმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დაურეკეს.ყველა მოლაპარაკების შედეგად, შეხვედრის მონაწილეებმა რუსეთს ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმების ბოლო ვადა დაუწესეს.ცნობილია, რომ უკრაინა და მისი ყველა მოკავშირე მზად არიან 12 მაისიდან დაწყებული, ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაზე სრული, უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის, სულ მცირე 30 დღის განმავლობაში.
1746880417
მისი თქმით, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა მიზნად ისახავს „გზის გაკვალვას მნიშვნელოვანი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის“.როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, ცეცხლის შესაძლო შეწყვეტა თუ დაირღვევა, ევროკავშირი მზად არის, „დააწესოს დამატებითი მკაცრი სანქციები“."ახლა ბურთი რუსეთის მხარესაა. ჩვენ მზად ვართ, შევინარჩუნოთ ძლიერი ზეწოლა რუსეთზე და დავაწესოთ დამატებითი მკაცრი სანქციები ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევაში. ჩვენი მიზანი ნათელია – სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა უკრაინისთვის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენს კონტინენტზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
1746879702
"მართალი ვთქვა, გუშინ არ შევსწრებივარ და ახლახან გავიგე სოცქსელებიდან სააკაშვილის პლაკატის გამო კონფლიქტის შესახებ. ბევრს არ დავწერ, ჩემი პოზიცია მიშას უპირობო პოლიტპატიმრობაზე ისედაც ყველასთვის ცნობილია. მხოლოდ ერთს ვიტყვი: მიშას მომხრეების დევნას, ქოცობის გარდა არაფერი სხვა არ ჰქვია. სულ რომ ბიძინას გადახაზული ფოტოთი დადიოდე, მაინც ქოცი ხარ, თუ ისედაც წლების განმავლობაში დევნილ ხალხს, საკუთარი აზრის გამოხატვას უკრძალავ, თან ლამის ძალადობის გამოყენებით. ეს არც ევროპაა, არც ევროპული ფასეულობები და არც ევროპის დღის ზეიმზე არაა მოძალადე და სხვების პოზიციის აუტანლობით დაავადებული ხალხის ადგილი", - წერს გვარამია.
1746879055
ეს არის Cosmos-482 სადგურის სადესანტო მოდული, რომელიც 1972 წელს ვენერაზე გაუშვეს, მაგრამ დედამიწის ორბიტაზე დარჩა.მოწყობილობის ორბიტიდან გასვლას აკონტროლებდა დედამიწის მახლობლად კოსმოსურ სივრცეში სახიფათო სიტუაციების წინასწარი გაფრთხილების ავტომატური სისტემა. მის ჩამოვარდნას 8-14 მაისის პერიოდში ელოდნენ. ექსპერტების შეფასებით არსებობდა საფრთხე, რომ ის ხმელეთზე, დასახლებულ ადგილზე ჩამოვარდნილიყო.როსკოსმოსის ინფორმაციით, კოსმოსურმა აპარატმა კოსმოს-482 არსებობა შეწყვიტა და ორბიტა დატოვა 6:24 საათზე (GMT) ის ატმოსფეროს მკვრივ ფენებში შუა ანდამანის კუნძულიდან დასავლეთით 560 კმ-ში შევიდა და ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტას დასავლეთით ოკეანეში ჩავარდა.Cosmos-482 ბაიკონურის კოსმოდრომიდან 1972 წლის 31 მარტის დილით ადრე გაუშვეს. ის სხვა სადგურის სარეზერვო ასლი იყო და ორივე მათგანი Venera-8 პროგრამის ფარგლებში გაუშვეს. ორივე მოწყობილობა სრულიად იდენტური იყო აღჭურვილობისა და მახასიათებლების თვალსაზრისით. ოთხი დღით ადრე გაშვებული Cosmos-482 დანიშნულების ადგილამდე გაემგზავრა და პლანეტის შესწავლის პროგრამა სრულად დაასრულა, ხოლო მისმა სარეზერვო ასლმა ავარია განიცადა და დედამიწის ორბიტაზე დარჩა.mtavari.tv/news
1746878864
მან აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ასევე საფრანგეთის ლიდერმა ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა, პოლონეთისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრებმა დონალდ ტუსკმა და კირ სტარმერმა კიევში "მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ ტრამპთან ტელეფონით ისაუბრეს."უკრაინა და ყველა მოკავშირე მზად არის სრული უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის ხმელეთზე, ჰაერში და ზღვაზე მინიმუმ 30 დღის განმავლობაში, ორშაბათიდან (12 მაისი)“, - აღნიშნა სიბიგამ.საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, თუ რუსეთი დათანხმდება და უზრუნველყოფილი იქნება ეფექტური მონიტორინგი, გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტა და ნდობის აღდგენის ზომები, შეიძლება გზა გაეხსნას სამშვიდობო მოლაპარაკებებს.
გორში, მამა-შვილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინეს
1745936840
28 აპრილის ანონსი
1745782877
"სანქცირებული ადამიანები, რომლებიც ვეღარ განკარგავენ საკუთარ ქონებას და ანგარიშებს ვეღარ მოიძებნებიან "ბლუმბერგის" და "ფორბსის" სიაში"
1745842603
რუსეთი დიდ ბრიტანეთში სამხედრო აღლუმზე უკრაინელი სამხედროების მიწვევით აღშფოთებულია
1746279721
ზელენსკი - თუ რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინის დამარცხება, ვერცერთი დამნაშავე ვერ გაიმარჯვებს
1746647559