ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში დისტრიბუციისა და სატვირთო ავტომანქანები შეჯახებას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს დისტრიბუციისა და სატვირთო ავტომანქანები შეეჯახა.

დაღუპულია დისტრიბუციის მანქანის მძღოლი, 25 წლის მამაკაცი, მანქანაში მყოფი მისი 10 წლის ძმა კი დაშავდა, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი. 

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.