გორში ავტოსაგზაო შემთხვევას არასრულწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, სოფელ საქაშეთთან ავტომობილი გზიდან გადავარდა.

შემთხვევის შედეგად მანქანაში მყოფი ორი პირი დაშავდა, ერთი - მე-11 კლასელი კი დაიღუპა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.