ხაშურში მამაკაცს სახლში 9 წლის შვილი გარდაცვლილი, მეუღლე კი უგონო მდგომარეობაში დახვდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ქალი კომატოზური მდგომარეობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ერთ-ერთ ვერსიად გაზით ინტოქსიკაცია სახელდება. 

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.