ხობში ავტოსაგზაო შემთხვევას 3 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

არსებული ინფორმაციით, ავტომობილი დედა-შვილს შეეჯახა, შედეგად მოზარდი დაიღუპა, დედა კი მძიმე დაზიანებებით კლინიკაშია გადაყვანილი. შემთხვევა გუშინ მოხდა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მომხდართან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული.