ხონში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილი ხიდიდან წყალში გადავარდა, რის შედეგადაც სამი არასრულწლოვანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.
დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ხონში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილი ხიდიდან წყალში გადავარდა, რის შედეგადაც სამი არასრულწლოვანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.
დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
1745062111
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 3.1 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.მიწისქვეშა ბიძგები ონთან 14:50 საათზე დაფიქსირდა.
1745060283
კანადის პრემიერ-მინისტრს ჟურნალისტებმა სთხოვეს, დაესახელებინა კანადის უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდი საფრთხე, რაზეც კარნიმ უპასუხა, რომ ეს ჩინეთია.ამასთან, კარნიმ გააკრიტიკა ჩინეთი რუსეთთან პარტნიორობის გამო და განაცხადა, რომ ის წარმოადგენს საფრთხეს მთელი აზიისთვის, კერძოდ, ტაივანისთვის."გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ჩინეთი არის უდიდესი საფრთხე. ჩვენ ვიღებთ ზომებს მის აღმოსაფხვრელად“, – აღნიშნა კარნიმ.მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკა საფრთხეს უქმნის კანადას."შეერთებულ შტატებს სურს ჩვენი მიწა, ჩვენი რესურსები, ჩვენი წყალი, ჩვენი ქვეყანა. ამ ტარიფებისა და მუქარის მეშვეობით პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცდილობს, დაგვანგრიოს, რათა ამერიკამ შეძლოს ჩვენი დაუფლება“, – განაცხადა კარნიმ.
1745059890
"ერთად ვიმყოფებით მართალ ბრძოლაში სიძულვილის, შევიწროების, დაჩაგვრის და დაშინების წინააღმდეგ. ვინც როგორც შეძლებს პარლამენტთან 7 საათზე, გმირთა მოედანზე 9 საათზე მაგრამ ყველა ერთად სანთლებით ქაშვეთთან 11 საათზე და ერთად “ქრისტე აღდგა!” და აღდგება საქართველო კიდევ ერთხელ, მრავალჯერ ტანჯული, შევიწროებული, ჩაგრული, მაგრამ მუდამ გამარჯვებული! ქრისტე აღდგა!" - წერს სალომე ზურაბიშვილი.
1745053920
კომპანიის ცნობით, თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მგზავრთა მომსახურება განახლებულია.ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვის გამო თბილისის მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს დროებით ვერ ემსახურებოდა.
1745052840
დაზიანების გამო ელექტროენერგია თბილისისა და რეგიონების ნაწილს არ მიეწოდებოდა.როგორც კომპანიაში განაცხადეს, ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტების უმრავლესობას უკვე აღუდგა.ამასთან, როგორც „ენგურჰესში“ განაცხადეს, კავკასიონის ელექტროგადამცემი ხაზის გათიშვამ ჰესზე აგრეგატების დროებით გათიშვაც გამოიწვია, თუმცა მათი მუშაობა მალევე განახლდა.
1745045479
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 940 150 (+1180) ჯარისკაცი დაკარგა.ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 19.04.24: ტანკები – 10 676 (+14), ჯავშანტექნიკა – 22 266 (+9), საარტილერიო სისტემები – 26 600 (+70), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 368 (+1).საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1139 (+3), თვითმფრინავები – 370 (+0), ვერტმფრენები – 335 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 33 176 (+111), ფრთოსანი რაკეტები – 3 148 (+3).მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 45 162 (+208), სპეციალური ტექნიკა – 3 858 (+0).
1745004502
"საშინელი ტრაგედიაა მომხდარი, ყველანი არასრულწლოვანები არიან, თანაკლასელები როგორც ვიცი. თურმე ერთ-ერთ არასრულწლოვანს ბაბუას მანქანა უნებართვოდ წაუყვანია, ის იჯდა საჭესთან და მანქანაში იყვნენ მისი მეგობრები. ცხენისწყლის ხიდიდან არიან გადავარდნილები. ამბობენ ძალიან დიდი სიჩქარით მოძრაობდა მანქანაო, ეტყობა საჭე ვერ დაიმორჩილა და გადავარდნენ ხიდიდან. სამი არასრულწლოვანი ადგილზეა გარდაცვლილი, ორი კლინიკაში რჩება, სხვადასხვა სახის მოტეხილობებით გადაიყვანეს ისინი. როგორ შევიტყვე, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი მოტეხილობები არ აქვთ და ექიმები მათი გადარჩენის იმედს იძლევიან. წარმოუდგენელია არ განიცადო ადამიანმა ასეთი დიდი ტრაგედია. ერთი გარდაცვლილი, გვარად პირველია, მრავალშვილიანი ოჯახიდან, მეორე ბიჭი არის გვარად წვერავა, მესამე გარდაცვლილის გვარი არ ვიცი სამწუხაროდ. ისინი თანაკლასელები არიან, ძალიან განვიცდი ამ დიდ ტრაგედიას", - აცხადებს ადგილობრივი.სოციალურ ქსელში უამრავი სამძიმრის წერილია, ყველა განიცდის მომხდარს. ერთ ერთი წერს, „სკოლის ბოლო ზარისთვის ემზადებოდით, ბავშვებო, სად გეჩქარებოდათ ასე, სად?"კიდევ ერთი ახალგაზრდა ამბობს, რომ შეესწრო კლინიკაში როგორ შეიყვანეს დაშავებული არასრულწლოვანები, "ერთი დაშავებული ვნახე მთლად სისხლში იყო, ქუთაისის საავადმყოფოში მოიყვანეს, ღმერთს ვთხოვ გადარჩეს" - წერს ის.წყარო: კვირის პალიტრა
1745004300
"რუსული სარაკეტო დარტყმის შემდეგ ხარკოვში საგანგებო რეაგირების ოპერაციები კვლავ მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, ეს იყო ფრთოსანი რაკეტები - "ისკანდერები". ერთ-ერთი რაკეტა ჰაერში საცხოვრებელი უბნის თავზე აფეთქდა; მეორე კი დასახლებული პუნქტის მახლობლად მდებარე სამრეწველო ობიექტს დაეცა. დარტყმის შედეგად, ჩვეულებრივი საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა და ბევრი ადამიანი დაშავდა - 100-ზე მეტი. ყველა დახმარებას იღებს. ეს სრულიად განსხვავებული ადამიანები არიან - ზოგი ხანდაზმული, ზოგი ძალიან ახალგაზრდა. ისინი მხოლოდ საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ ქალაქში ცხოვრობდნენ და მხოლოდ ეს ხდის მათ რუსეთისა და მისი რაკეტების სამიზნედ.უნდა იყო ნამდვილი ნაძირალა და ცხოვრება გძულდეს, რომ წითელი პარასკევს, აღდგომის წინა დღეს, ჩვეულებრივ ქალაქზე ასეთი სარაკეტო დარტყმები განახორციელო. და როდესაც ჩვენ მივმართავთ ჩვენს პარტნიორებს, პირველ რიგში შეერთებულ შტატებს, "პატრიოტის“ სისტემებისა და რაკეტების მოწოდების თხოვნით, რომლებითაც შეგვიძლია თავი დავიცვათ ამ რუსული ბოროტებისგან - ფრთოსანი რაკეტებისა და ბალისტიკური საფრთხეებისგან - ჩვენ ვითხოვთ ისეთი სახის დაცვას, როგორსაც ყველა ერი იმსახურებს.არასდროს არ უნდა იყოს სიტუაცია, როდესაც ერთი ერი მეორეზე მეტად იმსახურებს დახმარებას. გარდა ამისა, დახმარება ქრისტიანული საქციელია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დახმარების რეალური შესაძლებლობა არსებობს. და არასდროს არ უნდა იყოს სიტუაცია, როდესაც ერთ ტერორისტს როგორმე შეუძლია თავი აარიდოს შედეგებს, მაშინაც კი, თუ ის სიცოცხლეს ისევე ანადგურებს, როგორც სხვები. რუსეთი, სულ მცირე, მკაცრ სანქციებს იმსახურებს ყველაფრისთვის, რასაც აკეთებს", - წერს ზელენსკი.დღეს, 18 აპრილს, რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს. დაიღუპა ერთი და დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები.
თბილისში ტაქსის მძღოლების აქცია მიმდინარეობს
1744712894
"დღეს, რუსთაველის გამზირზე უცხოურმა ძალამ სცადა ძალადობის პროვოცირება და როდესაც ამას ვერ მიაღწია, თავადვე იძალადა"
1744180508
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ე.წ. კაკლების დასახლებაში და მახათას მთაზე ხეების უკანონოდ გაჩეხის ფაქტები გამოავლინა
1744795006
თბილისის პოლიციის უფროსად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
1743865830
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან "გაგრის“ მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
1744031183