მაშველებმა მდინარე სუფსაში მოზარდის ცხედარი იპოვეს.
მოზარდს მდინარეში რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მაშველებმა მდინარე სუფსაში მოზარდის ცხედარი იპოვეს.
მოზარდს მდინარეში რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
1758055170
“ხაბე რასაც ამბობდა, ახლა თავად ივანიშვილის პროკურატურა ადასტურებს!ოლიგარქმა ივანიშვილმა სანქციების გამო დაკარგული ფულის ამოღება დაავალა კობახიძესა და მდინარაძეს.მათ კი ბიძოსთან ჩაჩორტეს ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და გომელაური.ხაბეიშვილმა პირდაპირ ეთერში დაასახელა 600 მილიონი, ბიძოსთან მისატანი ფულის ოდენობა.დიახ, ლევან ხაბეიშვილი მხოლოდ იმის გამო გაუშვეს ციხეში, რომ საზოგადოებას არ მოუყვეს ივანიშვილის რეჟიმის კორუფციული მასშტაბებისა და სიღრმის შესახებ, იმ კონკრეტული და დადასტურებული ინფორმაციის სახით, რაც მას ჰქონდა.ეს ფული ქართველი ხალხის ჯიბიდან არის მოპარული!ეს არის „ქართული ოცნების“ და ივანიშვილის კლანური პოლიტიკა, რომელმაც ქვეყანა მიიყვანა ინფლაციამდე, მაღალ ფასებამდე და სიღარიბემდე.ეს არის ანტიქართული, კრიმინალური მმართველობა, რომელმაც საქართველო ქართველებისგან დაცალა, ხალხი ბანკის ვალებში ჩაფლო, ხოლო ახალგაზრდობა ნარკომანიით გაანადგურა, რაც თავად ივანიშვილის კლანის ბიზნესად იქცა.პროკურატურა კი პირდაპირ ადასტურებს: ივანიშვილის ორჯერ „ნაკურთხმა“ პრემიერმა და ძალოვანი უწყებების „მამებმა“ მილიარდობით ლარი გაიტანეს ქვეყნიდან და ფარისევლურად გვიმტკიცებენ, თითქოს კორუფციას ებრძვიან.ამასობაში ხაბე უკანონოდ გამოკეტეს ციხეში და საზოგადოებასთან წერილობითი კონტაქტის უფლებაც ჩამოართვეს.მოდით დავსვათ კითხვა: რატომ ხდება ეს?იმიტომ, რომ ივანიშვილი სიტუაციას ვეღარ აკონტროლებს, მისი ძალაუფლება არაფერზე აღარ დგას.სწორედ ამაზე გესაუბრებოდა ხაბე.ხვალიდან კონკრეტულ ფაქტებს ჩვენ მოგიყვებით, მისი მეგობრები და კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ხალხი.და კიდევ ერთი, ივანიშვილის ერთადერთი საყრდენი დღეს არის შიში და უიმედობა, რომელსაც აძლიერებს ე.წ. "პრადვინუტი ოპოზიციის“ ზოგიერთი წარმომადგენელი და ექსპერტი.მაგრამ ჩვენ მზად ვართ, ყველაფერი გაზომილი და აწონილი გვაქვს.ივანიშვილის გუნდი გახლეჩილია და დაშლილია!4 ოქტომბერს ვიწყებთ და ივანიშვილს ვამთავრებთ!” - წერს ლაშა ფარულავა
1758051217
მისი თქმით, დღეს მას უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა ოლეგ ივაშჩენკომ ანგარიში წარუდგინა, უპირველეს ყოვლისა, მან ისაუბრა რუსეთის საწვავის სექტორში უკრაინის "გრძელვადიანი სანქციების" შემდეგ შექმნილ ვითარებაზე.ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა უკრაინული დრონების ოპერატორებს ზუსტი მუშაობისთვის, ასევე დრონების და რაკეტების მწარმოებლებს.ასევე მოხსენება გაკეთდა რუსეთის ხელმძღვანელობის განზრახვების შესახებ, მათ შორის სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით."რუსეთს, რბილად რომ ვთქვათ, მეგობრული განზრახვები არ აქვს. იქ სისტემა ხელახლა იქმნება ნებისმიერ დროს და ნებისმიერის წინააღმდეგ ომის შესაძლებლობისთვის. ამის შეწყვეტა მხოლოდ სანქციებით შეიძლება - მშვიდობისა და ჩვენი გრძელვადიანი შესაძლებლობების მკაცრი სანქციებით“, - განაცხადა ზელენსკიმ.
1758051208
12:00 საათზე - პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი(C კორპუსი, V სართული) 13:00 საათზე - რუსთაველის გამზირის ორგანიზაციის ოფისში, პოლიტპატიმრების დედები განცხადებას გააკეთებენ და საზოგადოებას მიმართავენ.მისამართი: ბესიკის 4 - ბიზნესცენტრი ბესიკზესაკონტაქტო პირი: მარიამ დოლიძე - 574000706 14:00 საათზე - ბათუმში, ბულვარის კოლონადებთან „ლელო - ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ შეთანხმებული საკრებულოს თავმჯდომარეობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა გაიმართება. 15:00 საათზე - პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართებამისამართი: აბასთუმნის ობსერვატორია, ადიგენის მუნიციპალიტეტი 15:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში ნინო დათაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. 17:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში ალექსი ახვლედიანის სასამართლო პროცესი გაიმართება.
1758051199
კუროფინანსურ საკითხებში კარგი დღეა. თუ საქმეს ორგანიზებულად მიუდგები, შეიძლება კარგი სარგებელიც მიიღო. ნუ მოერიდები საკუთარი იდეების გამოხატვას.ტყუპებიმეგობრებთან და კოლეგებთან კომუნიკაცია წაგადგება. შენს იდეებს დღეს შეიძლება მოულოდნელი მოწონება მოჰყვეს. ყურადღება მიაქციე დეტალებს.კირჩხიბიოჯახური და ემოციური თემები წამოიწევს. კარგი დღეა შინაურ გარემოში დროის გასატარებლად ან ძველი უთანხმოების მოსაგვარებლად.ლომიშენ დღეს ლიდერი ხარ. შენს სიტყვას და მოქმედებას ყურადღებას მიაქცევენ. გამოიყენე ეს პოზიტიურად, მაგრამ ნუ აიწყვეტ თავს.ქალწულიშენი დღეა - დეტალებზე ორიენტირებული შრომა და ლოგიკა შედეგს მოგიტანს. კარგი დროა რაღაცის დასასრულებლად ან გასაუმჯობესებლად.სასწორიურთიერთობები ფოკუსშია. კარგი დროა დალაპარაკების და კომპრომისებისთვის. თუ ვინმესთან დაძაბული ურთიერთობა გქონდა - შეგიძლიათ ყველაფერი დაალაგოთ.მორიელიშენს ინტუიციას ენდე. დღეს შეგიძლია უფრო ღრმად ჩახედო საკითხებს, რომლებსაც ადრე ვერ იგებდი. ფრთხილად იყავი - საიდუმლო ან ინფორმაცია შეიძლება შემთხვევით გაგეცეს.მშვილდოსანიგანსაკუთრებულად ენერგიული ხარ. თუ რაღაც ახალი წამოიწყე — არ შეჩერდე. იფიქრე დიდი მიზნებზე, მაგრამ არ გამოგრჩეს პრაქტიკული ნაბიჯებიც.თხის რქაკარგი დღეა სამუშაოსთვის და პროფესიული მიღწევებისთვის. იფიქრე გრძელვადიან გეგმებზე. შედეგი მალე არ გამოჩნდება, მაგრამ საფუძველი დღეს იდება.მერწყულიშეიძლება მოულოდნელმა იდეამ ან ადამიანმა რაღაც გაგაგებინოს. მოემზადე სიახლეებისთვის. გახსნილად მიუდექი ახალ შესაძლებლობებს.თევზებიემოციები ძლიერია, ინტუიციაც მაღალია. კარგი დროა მშვიდად გააანალიზო რა გინდა და სად მიდიხარ. მოერიდე ილუზიებს - იყავი რეალისტი.
1758048164
მან განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობამ "ოცნების" გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერებასთან დაკავშირებით მძლავრი პროტესტი დაუკავშირა."ჩვენთვის, როგორც ბრიტანელი პარლამენტარებისთვის მნიშვნელოვანია, წინ აღვუდგეთ მათ, ვინც ძირს უთხრის და ანგრევს ბრძოლით მოპოვებულ დემოკრატიულ თავისუფლებებს აქ და საზღვარგარეთ. მაგალითად, საქართველოში, გასულ ნოემბერს საქართველოს მთავრობამ შეაჩერა EU-ში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, არჩევანი, რამაც საზოგადოებაში დიდი აღშფოთება გამოიწვია, რადგანაც გამოკითხვები მუდმივად აჩვენებენ ევროპაში ინტეგრაციის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას. მას შემდეგ პროტესტის მონაწილეებმა გაავსეს რუსთაველის ქუჩა თითქმის ყოველდღიურად. ისინი ებრძოდნენ მამაცურად ხელკეტებს და წყლის ჭავლებს, რათა თქვან, რომ "ჩვენი მომავალი ჩვენია".ზაფხულის განმავლობაში "ქართული ოცნების" მთავრობამ დაიწყო ოპოზიციის ლიდერების დაკავება. კვირების წინ შემატყობინეს, რომ ჩემი მეგობარი და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე დააკავეს და მხოლოდ გუშინ, მორიგი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარიაც დააკავეს. საშინელი დანაშაული, რომელსაც მას აბრალებენ? - თბილისის მერის საარჩევნო ბანერების დაზიანება.როგორ გავცემთ პასუხს დემოკრატიის ამ გამოწვევებს განგვსაზღრავს როგორც ჩვენ, ასევე იმ ქვეყნებს, სადაც ეს უფლებები ირღვევა. დემოკრატია მხოლოდ საარჩევნო ყუთი არაა, დემოკრატია ეს არის მოქალაქე თბილისში, რომელიც პროტესტს გამოთქვამს შიშის გარეშე, ჟურნალისტი ბელგრადში, რომელიც ააშკარავებს კორუფციას, ღამით მის კართან კაკუნის გარეშე, სტუდენტი ჰონკონგში, რომელიც პეკინის მიერ გაჩუმებაზე ამბობს უარს, უკრაინის მოქალაქე, რომელიც აძლევს ხმას მომავალს რუსული ცეცხლის ქვეშ.ავტორიტარიზმი ფესვს იდგამს, როდესაც დემოკრატია მხდალი ხდება. ჩვენ, ლიბერალ-დემოკრატები, მხდალები არ ვიქნებით. ჩვენ მხარში დავუდგებით საქართველოს, ბოსნია და ჰერცეგოვინას და სერბეთის ხალხს, ჰონკონგიდან გადმოსახლებულებს, უკრაინის გმირ მცველებს და ყოველ ადამიანს, რომელიც თავისი ხმის გასაგონად იბრძვის.ბრიტანეთი ცნობილი უნდა იყოს როგორც ქვეყანა, რომელიც არა მხოლოდ ლექციებს ატარებს დემოკრატიის შესახებ, არამედ ცხოვრობს მისით, იცავს მას, ინვესტიციას დებს მასში", - განაცხადა ბრიტანელმა პარლამენტრმა.
1758042904
შეზღუდვა სასტუმრო „ჰუალინგის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თბილისის ზღვის შემოვლით გზამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 17 სექტემბრის 23:00 საათიდან 18 სექტემბრის 14:00 საათამდე პერიოდში იმოქმედებს.დროის აღნიშნულ მონაკვეთში მარშალ იუზეფ პილსუდსკის გამზირზე, სასტუმრო „ჰუალინგის“ მიმდებარე ტერიტორიიდან მიმავალი ავტომობილები თბილისის ზღვის შემოვლით გზაზე მოხვედრას შეძლებენ ვიქტორ კუპრაძის და იოთამ ზედგენიძის ქუჩების კვეთაზე არსებული წრიული გზაჯვარედინიდან მარცხნივ მოხვევით და შემდგომ თბილისის ზღვის შემოვლითი გზის მიმართულებით.თბილისის ზღვის შემოვლითი გზიდან მოძრავი ავტომობილები სასტუმრო „ჰუალინგის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხვედრას შეძლებენ თბილისის ზღვის შემოვლითი გზიდან „ჰუალინგის“ დასახლების მიმდებარედ არსებული გზისა და ვიქტორ კუპრაძის ქუჩის გავლით.თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!
1758042546
დასრულებული პროექტი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და საბურთალოს გამგებელ გიზო ვასაძესთან ერთად დაათვალიერა."ცინცაძის ქუჩაზე არსებული სივრცეები მთლიანად მოწესრიგდა, გამოთავისუფლდა იმ შემოღობვებისაგან, რომლებიც ამახინჯებდა ტერიტორიას. პროექტის ფარგლებში, ბავშვებისთვის გაკეთდა ატრაქციონები, შესაბამისი გასართობი და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, ახლა ამას სჭირდება მოვლა-პატრონობა.ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ მსგავსი ტიპის პროექტებით შევიდეთ ყველა უბანში, ყველა კორპუსის მიმდებარე ტერიტორია იყოს ასეთივე მოწესრიგებული, როგორიც აქ, ცინცაძის ქუჩაზეა. ყველაფერს გავაკეთებთ მომდევნო წლების განმავლობაში - განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა და ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება ჩვენთვის მწვანე სივრცეების, რეკრეაციული არეალების და სკვერების მოწყობა-განახლება“, - განაცხადა თბილისის მერმა.საერთო ჯამში, 7 000 კვ.მ ფართობზე დამონტაჟდა ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა. მოეწყო სატრენაჟორო და საბავშვო გასართობი ზონები, განათებისა და სარწყავი ქსელები. ტერიტორია გამწვანდა, დაიგო რულონური ბალახი და დაირგო 900-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე.პროექტის ჯამური ღირებულება 1 650 000 ლარია. სამუშაოები გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ „მონოლითი 2005“ განახორციელა.თბილისის მერთან ერთად, დასრულებული პროექტები საბურთალოს რაიონის დელეგატმა აკაკი ალადაშვილმაც დაათვალიერა.
1758042295
"პროკურატურაში ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა მის საკუთრებაში არსებული, ეროვნული ბანკის მიერ ნებადართული ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის საფარქვეშ, ,,ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა განზრახ იგნორირებით, მოაწყო დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხის შეკრების, კონვერტაციის გზით წარმოშობის შეცვლის და ლეგალურ მიმოქცევაში განთავსების უკანონო ქსელი.დაკავებულთან წინასწარი შეთანხმებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, სისტემატურად უზრუნველყოფდნენ საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით, ავტომანქანებში მოწყობილი სპეციალური სამალავებით, მოსაზღვრე ქვეყნებიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის უცხოური ვალუტის შემოტანას და თანხის თავშეყრის ადგილას - ვალუტის გადამცვლელ პუნქტში მიწოდებას.ბრალდებულმა ზემოაღნიშნული გზით შეკრებილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის უცხოური ვალუტა, კანონიერი სახის მიცემის მიზნით, სხვადასხვა პერიოდში საბანკო დაწესებულებებში მიიტანა, როგორც ვითომ სავალუტო საქმიანობის ფარგლებში მიღებული კანონიერი შემოსავალი, რის დამადასტურებლადაც კომერციულ ბანკებს მიეწოდა წარმომავლობის შესახებ ყალბი მონაცემები. ბანკებიდან კონვერტაციის შედეგად მიღებული თანხები, სხვა პირებზე გადაცემის და შემდგომი განკარგვის, ასევე უძრავ-მოძრავი ქონებების შეძენის გზით, მიმართული იქნა ლეგალურ ეკონომიკურ ბრუნვაში.აღნიშნული ქმედებებით, ბრალდებულმა და დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებმა, 2022-2024 წლებში მოახდინეს დაახლოებით 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ამოღებულია დიდი ოდენობით ნაღდი ფული. დანაშაულებრივი წარმომავლობის თანხის და სხვა აქტივების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს.პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ანალოგიურ ფაქტებზე, პროკურატურაში ჩატარებული გამოძიების ფარგლებში წარსულში გასამართლებულია 7 პირი, რომელთაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაახლოებით 13 მილიონი ლარის ღირებულების აქტივები ჩამოერთვათ", - განაცხადეს პროკურატურაში.
ნეპალში აქციის მონაწილეებმა პარლამენტი დაწვეს
1757423940
11 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1757533301
"ოცნების" კლანის მიერ ქვეყნის ძარცვას ფარდა ახადა, მზა დოკუმენტია ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დამნაშავეების გასასამართლებლად"
1757416344
ელენე ხოშტარია - ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ასეთ ბრძოლაში მათი ქცევა მტკივნეული და აუხსნელია
1757094855
9 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1757360804