"ნაციონალური მოძრაობის" წევრის თათია ნიკოლაშვილის ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ქვემო ნატანების საჯარო სკოლაში ჭერი ჩამოინგრა, შედეგად დაშავდა ორი ადამიანი - სკოლის დამლაგებელი და ერთ-ერთი მშობელი.

მისივე თქმით, სკოლის დამლაგებელს ტვინის შერყევა აქვს.

"ქვემო ნატანების საჯარო სკოლაში ჭერი ჩამოინგრა, დაეცა ორ ადამიანს, დამლაგებელს და ერთ-ერთ მშობელს. ეს სკოლა დიდი ხანია ავარიულ მდგომარეობაშია. აქ დადიან 2 საჯარო სკოლის მოსწავლეები, მათ შორის, ზემო ნატანების საჯარო სკოლიდან დადიან აქ, ქვემო ნატანების საჯარო სკოლაში იქიდან გამომდინარე, რომ 2 წელია, იქ შეწყვეტილია სწავლის პროცესი. წესით უნდა დაწყებულიყო იქ რემონტი, მაგრამ როგორც მშობლებს გავესაუბრე, აქამდე არ არის დაწყებული. იქიდან გამომდინარე, რომ აქ 2 ცვლის ბავშვები დადიან, ახლაც, როდესაც ამ ჭერის ჩამონგრევა მოხდა, მიმდინარეობდა სასწავლო პროცესი, რადგან მეორე ცვლის ბავშვები 7 საათამდე არიან სკოლაში", - აცხადებს ნიკოლაშვილი.