წალენჯიხაში სტიქიამ სახლებს სახურავები გადახადა და ხეები მოგლიჯა, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძებიც. 

ძლიერმა ქარმა კერძო სახლებსა და საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა ჭალეს ადმინისტრაციულ ერთეულში, ხოლო ჯვარში დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძები, რის გამოც მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა, ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია.

წალენჯიხის მერის წარმომადგენლების ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით დილიდან სალიკვიდაციო სამუშაოები ხორციელდება.

ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.