ზუგდიდში, ბერიას ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
ერთ-ერთი ვერსიით, გარდაცვლილი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, თხრილში ჩავარდა და დაიხრჩო.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ზუგდიდში, ბერიას ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
ერთ-ერთი ვერსიით, გარდაცვლილი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, თხრილში ჩავარდა და დაიხრჩო.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
1782331551
მისივე თქმით, რაც შეეხება უშუალოდ "ოცნების" ქმედებებს, ისინი აღარც მალავენ, რომ ადამიანობისგან დაცლილები არიან."როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ქვეყანა დე ფაქტო ოკუპირებულია, პუტინის რეჟიმის ანალოგიით ვიმართებით, ცხინვალსა და სოხუმში უშუალო ოკუპანტი ზის და თბილისში არის კოლაბორაციონისტი მმართველი, ამ ვითარებაში რაზეა საუბარი, რა მეორე და მეათე ამოცანებზეა საუბარი. აქ არის ძალიან მარტივი ეგზისტენციალური ამოცანა, რომ ჩვენი ქვეყანა გავათავისუფლოთ რუსეთისგან და მერე გადავწყვეტთ - ვის მემარცხენე მოსწონს და ვის მემარჯვენე. ამ ვითარებაში საუბარი იმაზე, რომ ვიკინკლაოთ და გავიხსენოთ, ვინ რა თქვა, ვინ ვის რა დააბრალა - ამომრჩევლისთვის არის უინტერესო.რაც შეეხება უშუალოდ "ოცნების" ქმედებებს, ესენი აღარც მალავენ, რომ ადამიანობისგან, ემპათიისგან სრულად დაცლილი ხელისუფლებაა. ისინი ამბობენ, რომ ყველანაირი ადამიანური გრძნობებისგან უნდა იყვნენ დაცლილი და თავისუფალი", - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
1782331183
"თემურ უგულავა იყო გამორჩეული მეწარმე, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბიზნესის განვითარებაში საქართველოში. მისი პროფესიონალიზმი, ხედვა და სტუმართმოყვარეობის კულტურისადმი ერთგულება მრავალი წარმატებული პროექტის საფუძველი გახდა.ფონდსა და სასტუმრო "რუმსს“ შორის არაერთი ნაყოფიერი თანამშრომლობა შედგა. სასტუმრო განსაკუთრებული სითბოთი და მაღალი პროფესიონალიზმით მასპინძლობდა ფონდის უცხოელ სტუმრებს, რომელთა შორის იყო მსოფლიო კინოს ლეგენდა სოფია ლორენი. ისინი ყოველთვის განსაკუთრებული აღფრთოვანებით აღნიშნავდნენ სასტუმროს გამორჩეულ გარემოს.ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი მის სულს. ვიზიარებთ მისი ოჯახის, ახლობლებისა და მეგობრების მწუხარებას ამ მძიმე წუთებში", - აღნიშნულია ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდ "ნატვრის ხის" სამძიმრის წერილში.ბიზნესმენი თემურ უგულავა 22 ივნისს გარდაიცვალა.
1782330214
10:45 საათზე - პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.კომიტეტის სათათბირო ოთახი N616(C კორპუსი, VI სართული) 11:00 საათზე - ცენტრალურ ოფისში "ძლიერი საქართველო - ლელოს" საგარეო მდივნის, გრიგოლ გეგელიას ბრიფინგი გაიმართება. თემა: "ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის უმწვავესი რეზოლუცია საქართველოზე". 11:00 საათზე - პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.პირველი რესპუბლიკის დარბაზი(C კორპუსი, III სართული) 11:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი გაიმართება. 11:00 საათზე - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში, პარტიის ლიდერი ანა წითლიძე ბრიფინგს გამართავს.თემა: "საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენები - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის “განცხადება და გეგმა, რას არ აკეთებს რეჟიმი და რას გააკეთებს ენმ უახლოეს მომავალში".მისამართი: ვაჟა ფშაველას 45, "ფორმულას" შენობა სართული - 3საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 09; ანუკა გაბელია - 551 633 644ა 11:20 საათზე - პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.კომიტეტის სათათბირო ოთახი N518(C კორპუსი, V სართული) 11:55 საათზე - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი 12:00 საათზე - პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.პლენარულ სხდომათა დარბაზი 19:00 საათზე - „თავისუფლების მოედანი“ საზოგადოებას პარტიის ახალ წევრებს წარუდგენს.მისამართი: ზუბალაშვილების ქ. #32; უზენაესი სასამართლო
1782330205
კუროდღეს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ურთიერთობებს. გულწრფელი საუბარი დაგეხმარებათ გაუგებრობების თავიდან აცილებაში. საღამოს სასიამოვნო სიახლეა მოსალოდნელი.ტყუპებისამუშაო და ყოველდღიური საქმეები წარმატებით წარიმართება. თქვენი კომუნიკაციის უნარი ბევრ პრობლემას მარტივად მოაგვარებს. კარგი დღეა ახალი კონტაქტების დასამყარებლად.კირჩხიბიმზე თქვენს ნიშანშია და ეს დამატებით ენერგიასა და თავდაჯერებას მოგიტანთ. პირად ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებებია მოსალოდნელი. ენდეთ საკუთარ ინტუიციას.ლომიშესაძლოა, ცოტა დასვენება და ძალების აღდგენა დაგჭირდეთ. ნუ გადაიტვირთებით ზედმეტი ვალდებულებებით. საღამოს მშვიდ გარემოში ყოფნა სასარგებლო იქნება.ქალწულიმეგობრებთან და თანამოაზრეებთან ურთიერთობა წარმატებას მოგიტანთ. შესაძლოა, მიიღოთ საინტერესო შეთავაზება, რომელიც მომავალში მნიშვნელოვან პერსპექტივებს გაგიხსნით.სასწორიდღეს კარიერულ საკითხებში მეტი ყურადღება დაგჭირდებათ. ხელმძღვანელობის ან გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერა თქვენს სასარგებლოდ იმუშავებს. თავდაჯერებულად იმოქმედეთ.მორიელიახალი იდეები და გეგმები დღის მთავარი თემა იქნება. კარგი დროა სწავლის, მოგზაურობის დაგეგმვისა და ცოდნის გაღრმავებისთვის. პოზიტიური სიახლეები შორიდანაც არის მოსალოდნელი.მშვილდოსანიფინანსური საკითხები წინა პლანზე გადმოინაცვლებს. ყურადღებით შეაფასეთ ნებისმიერი შეთავაზება. ინტუიცია სწორ გადაწყვეტილებებს მიგაღებინებთ.თხის რქაურთიერთობები და პარტნიორობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს. კომპრომისი და დიპლომატია სასურველ შედეგს მოგიტანთ. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო მომენტებია მოსალოდნელი.მერწყულიდღეს დეტალებზე ყურადღების გამახვილება მოგიწევთ. ორგანიზებულობა და დისციპლინა დაგეხმარებათ დაგეგმილი საქმეების წარმატებით დასრულებაში. ჯანმრთელობაზეც იზრუნეთ.თევზებიშემოქმედებითი ენერგია და შთაგონება მთელი დღის განმავლობაში გაგყვებათ. კარგი დროა სიყვარულისა და რომანტიკული ურთიერთობებისთვის. მოულოდნელი სასიამოვნო სიურპრიზიც არის მოსალოდნელი.
1782329635
მისივე თქმით, საქართველოში მიმდინარე პროცესებით იმედგაცრუებული არიან ევროდეპუტატები."მართლაც უმწვავესი დებატი გაიმართა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, იმ დარბაზში, საიდანაც, სამწუხაროდ, გაძევებულია "რუსული ოცნების" დელეგაცია, შესაბამისად, საქართველოს არ ჰყავს ოფიციალური წარმომადგენლობა სწორედ იმ ავტოკრატიული პოლიტიკისა და ნაბიჯების გამო, რასაც ივანიშვილი აკეთებს ჩვენს ქვეყანაში. ნაცვლად იმისა, რომ დარბაზში, სადაც გაიჟღერა ისტორიულმა სიტყვებმა 1999 წელს ზურაბ ჟვანიას მხრიდან და იმის ნაცვლად, რომ დღეს საუბრობდნენ, როგორც შემდგარ, ევროპულ, დემოკრატიულ სახელმწიფოზე, სამწუხაროდ, დღეს გერმანელმა, ძალიან გავლენიანმა დეპუტატმა თქვა, რომ საქართველო დღეს არის ყველაზე დიდი იმედგაცრუება. ეს არის ყველაზე მძიმე სიტყვები, რაც ჩვენ გავიგეთ ამ დარბაზში, ამ იმედგაცრუების საფუძველი კი არის ის ფაქტი, რომ ივანიშვილი, იმის ნაცვლად, რომ ქვეყანას შესაძლებლობას აძლევდეს ისტორიული არჩევანის რეალიზებისთვის, გავხდეთ დასავლური ცივილიზაციის ნაწილი, ვიყოთ ყველა მნიშვნელოვანი რეგიონული სტრატეგიის ნაწილი, დღეს ჩვენ ვართ ისეთი ქვეყნების რიგში, როგორიც არის რუსეთი, ბელორუსი. აქ საუბარი იყო პოლიტიკურ პატიმრებზე, მათ დაასახელეს პოლიტიკოსების სახელები და გვარები, უკიდურესი შეშფოთება გამოითქვა ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებითაც.ასევე, მნიშვნელოვანი იყო ის, რომ არაერთმა დეპუტატმა ისაუბრა სანქციების საჭიროებაზე და ნიშანდობლივია ის, რომ კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის სანქცირების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი, მათ შორის ბრიტანელმა დეპუტატებმა პირდაპირ მოუწოდეს ბრიტანეთის მთავრობას, რომ გაგრძელდეს სასანქციო პოლიტიკა და ის ინდივიდუალური, მიზნობრივი სანქციები, რომელიც "იმედსა" და "პოს ტვ"-ზე გავრცელდა. დღევანდელი რეზოლუცია ყველა მხრივ მნიშვნელოვანია", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი კი წინააღმდეგი იყო. რეზოლუციის პროექტი, სახელწოდებით - "დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება საქართველოში“, საქართველოს მონიტორინგის საკითხებში თანამომხსენებლების ანგარიშს ეფუძნება.
1782326954
მისივე თქმით, აბსურდია, სადამდეც მივიდა "ქართული ოცნება"."ჩვენ ხომ ვიცით, რომ გადაწყვეტილებებს არ იღებს მოსამართლე, არამედ იღებს სისტემა. ნანა სანდერსი - გოგონა, რომელიც საკმაოდ მოწყვლადი ფსიქიკისაა, ძალიან მგრძნობიარე და ემოციური სისტემის ადამიანი როცა გინდა, რომ გამოაცხადო სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორად, ე.ი. შენ არც სახელმწიფო არ ხარ, თუ ამ ტიპის ადამიანმა შეიძლება დააორგანიზოს სახელმწიფო გადატრიალება, არც ხელისუფლება არ ხარ იმიტომ, რომ დაუშვი ის, რომ ამ ტიპის ადამიანი მიიყვანე იმ ზომამდე, რომ გადატრიალების ორგანიზებაში რამენაირად მიეღო მონაწილეობა და ადამიანობაზე საერთოდ აღარ ვსაუბრობთ - ეს ის კატეგორიაა, რომელიც ძალიან უცხო გახდა "ქართული ოცნების" ხელისუფლებისთვის. ნანას ფრაზამ - "მე ეს სახელმწიფო მომკლავს" შემძრა. შეუძლებელია, რომ საზოგადოებამ ეს გოგო დატოვოს მანიაკალიზმით შეპყრობილი რეჟიმის მოსაკლავად ციხეში.აბსურდია, სადამდეც მივიდნენ. ბოლოს და ბოლოს, რამდენი ორგანიზატორი ჰყავდა ამ 4 ოქტომბრის არშემდგარ გადატრიალებას და არც ჩაფიქრებულ გადატრიალებას?!", - განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების განაჩენი გამოაცხადა. მოსამართლემ ნანა სანდერსს 7 წლით, ანტონ უბერს და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მარიამ მეყანწიშვილი, რომელიც გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული, მოსამართლემ 5000 ლარით დააჯარიმა
1782326452
მისივე თქმით, სწორედ ამიტომ, მსგავსი ტიპის რეზოლუციები და კრიტიკული შეფასებები სწორი და სამართლიანია."ეს ანგარიში ნამდვილად მნიშვნელოვანია, რადგან ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს აფასებს. საქართველოსთან დაკავშირებით ძალიან გახშირდა მსგავსი ანგარიშები და კრიტიკული შეფასებები, პრაქტიკულად, აღარ დარჩა არცერთი უწყება, რომელიც საქართველოში არსებულ უკუსვლაზე არ საუბრობდეს. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანაში რეპრესიები გრძელდება და რომ ხელისუფლება არ ცვლის პოზიციებს, არ აპირებს დაუბრუნდეს კონსტიტუციას და იმ ვალდებულებებს, რომელიც მას გააჩნია.როდესაც საქართველო ევროსაბჭოს წევრი გახდა, მან აიღო ვალდებულება, რომ დაიცავდა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ დღითი დღე შორდება ქართული ხელისუფლება ამ პრინციპებს და ის არღვევს იმ მოთხოვნებს, რაც მიეცა. მას აქვს კონკრეტული მოთხოვნები სწორედ ამიტომ არის ამ და კიდევ სხვა ორგანიზაციის წევრი, აქედან გამომდინარე, ეს რეაქციები სათანადო და სწორია", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი კი წინააღმდეგი იყო. რეზოლუციის პროექტი, სახელწოდებით - "დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება საქართველოში“, საქართველოს მონიტორინგის საკითხებში თანამომხსენებლების ანგარიშს ეფუძნება.
1782320543
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არ იცის, მოახდინეს თუ არა ამ რეტრანსლატორების დემონტაჟი, თუმცა უკრაინა "ამაზე მუშაობს", თავად კი ყურადღებით აკვირდება სიტუაციას და ყოველდღიურ მოხსენებებს იღებს."ფაქტია, რომ რეტრანსლატორები დღეს არ მუშაობს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.19 ივნისს უკრაინამ ბელარუსს ულტიმატუმი წაუყენა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოსგან, მოითხოვა ბელარუსის ტერიტორიიდან აეღოთ ის რეტრანსლატორები, რომელთა დახმარებითაც რუსეთი "შაჰედებს" უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე მიმართავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკრაინა ამას თავად გააკეთებდა.
ბიზნესმენი თემურ უგულავა გარდაიცვალა
1782109620
21 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
1781984773
"თავის გასაჭირთან მარტო დამიტოვეს ბავშვი, არავინ ხელი არ შეაშველა, სიტყვა არ შეაშველეს"
1781182675
12 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
1781206551
8 წლის ინგუში ბავშვის ცხედრის პოვნის შემდეგ, 19 წლის მოხალისე გარდაიცვალა
1782160462