აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად გიორგი ბუხრაშვილი დაინიშნა. 

გიორგი ბუხრაშვილმა თანამდებობაზე გრიგოლ ბესელია შეცვალა, რომელმაც თანამდებობა დღეს დატოვა.

როგორც შსს-ში განმარტავენ, გიორგი ბუხრაშვილის დანიშვნა როტაციის ფარგლებში განხორციელდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში, დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირების როტაციული წესით შეცვლა პერიოდულად ხორციელდება, რაც საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის კიდევ უფრო გაზრდას ისახავს მიზნად“, – აცხადებენ შსს-ში.