თბილისში, ავლაბარში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, 40 წლამდე მამაკაცს სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. ის ადგილზე დაიღუპა. 

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

თავდამსხმელი ამ დროისთვის დაკავებული არ არის.