თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2,6 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რომეო ტყეშელაშვილმა მიიღო და მან ბაჩო ახალაია ბრალში სრულად დამნაშავედ ცნო.

დღევანდელ სხდომაზე ბაჩო ახალაიას საბოლოო სიტყვით უნდა ესარგებლა, თუმცა ის სხდომას არ დასწრებია.

საქმე ხელისუფლების დამხობის შესახებ განცხადებას ეხება.

პროკურატურამ კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მოწოდების ფაქტზე ბაჩო ახალაიას მეორე ბრალდება 27 მარტს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.