საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შიდა ქართლის რეგიონში, გასაღებულ იქნა, საერთო ჯამში, 5 000 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 32 ცალი 100 დოლარიანი და 36 ცალი 50 დოლარიანი კუპიურა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი კუპიურები სრულად იქნა ამოღებული.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.