"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრს დიმიტრი ჩიქოვანს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ჩიქოვანის თქმით, მას სოლოლაკში, საკუთარი სახლის სადარბაზოსთან ორი ადამიანი დაესხა თავს.

"ეზოში მოხდა, ორი ადამიანი იყო ქუდებით ჩასაფრებული სადარბაზოს კარებთან და ყველაფერი მოხდა ძალიან უცებ",  - განაცხადა ჩიქოვანმა "ფორმულას" ეთერში. 

ჩიქოვანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.