ადვოკატი ნათია კოტრიკაძე აცხადებს, რომ ჟურნალისტი ელისო კილაძე, ციხიდან გამოსვლისთანავე დაიწყებს მამუკა მდინარაძის მხილებას და ეს მოხდება მტკიცებულებების საფუძველზე და არა ისე, როგორც თავად ჟურნალისტი დააკავეს.

"არის ვიდეომასალა, რომელიც თითქოს დაუდეს საფუძვლად გამამტყუნებელი განაჩენისთვის ელისო კილაძეს, მაგრამ იმედები ძალიან დიდი გვაქვს, გამომდინარე იქიდან, რომ ე.წ. ბოსი, მამუკა მდინარაძემ დატოვა ხელისუფლება, რომ ვითომ დაიღალა იმით, რომ გააკეთა ამდენი სიბინძურე. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ელისო კილაძე უფრო მეტს იტყვის აღნიშნულ პიროვნებაზე, რადგან  ყველასთვის ცნობილია, რომ მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებით, მან გააკეთა განცხადება, კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით და ზუსტად, ეს იყო საფუძველი, რომ ელისო კილაძე დაეკავებინათ იმ ფორით, რა ფორმითაც დააკავეს. ეს იყო მამუკა მდინარაძის შეკვეთა, რომელიც შესრულდა, თუმცა, ბოლომდე ვერ შეასრულეს, რადგან ჩამოსცილდა პოლიტიკას.

იგი გამოსვლისთანავე დაიწყებს მხილებას მდინარაძის მტკიცებულებებით და არა ისე, როგორც მდინარაძემ გააკეთა ირაკლი ღარიბაშვილის და სხვა პირთა მიმართ, თუნდაც ლილუაშვილთან, ის სიბინძურეები, რაც მან იკადრა. ელისო კილაძე ყველას მხილებას დაიწყებს აღნიშნულ თემასა და ბრალდებასთან დაკავშირებით,- ამბობს ის", - აცხადებს ნათია კოტრიკაძე.