სარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცია შევიდა, პავილიონში ჩხრეკა მიმდინარეობს - ინფორმაციას "ნეტგაზეთი" ავრცელებს.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოებიც.

გამოცემის ცნობით, თანამშრომლებისთვის  პოლიციას არ განუმარტავს ჩხრეკის მიზეზი, მხოლოდ სასამართლოს ორდერი წარუდგინეს და უთხრეს, რომ ყველაფერს მოგვიანებით გაიგებდნენ. თანამშრომლები აცხადებენ, რომ ვერ უკავშირდებიან კომპანიის დირექტორ გიორგი ოკმელაშვილს.

მათი თქმით, ყველა თანამშრომელს პოლიციამ ტერიტორია დაატოვებინა, ჩხრეკას მხოლოდ კომპანიის ერთი წარმომადგენელი ესწრება.

იმ დროს როცა პოლიცია პავილიონში შევიდა  რეკლამის გადაღება მიმდინარეობდა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ რეკლამაში 15-მდე ბავშვი მონაწილეობდა. სხვა დეტალები უცნობია.

ფოტო: ნეტგაზეთი