დაკავებულ ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა.

აკადემიკოსს პატიმრობიდან გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლებენ.

ასევე 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით დაკავებულ გიორგი მულაძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მისი პროცესი გიორგი ჩახუნაშვილთან ერთად მიმდინარეობდა.

ორივე მათგანი 9 ოქტომბერს დააკავეს.