ენერგეტიკულ სექტორზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმების შემდეგ, უკრაინამ რუსეთს უნდა უპასუხოს. უკვე ვიცით თუ რა უნდა გაკეთდეს შემდეგ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"დარტყმების შემდეგ ჩვენი ამოცანაა მტერზე რეაგირება. ჩვენი ამოცანა, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავის დაცვაა", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, მტერი იარაღს აგროვებდა და წვიმასა და ნისლს ელოდა, რადგან ასეთი ამინდი ხელს უშლის საჰაერო თავდაცვას, განსაკუთრებით ავიაციას.

"მათ იციან, რას აკეთებენ. ჩვენ კი ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ", - აღნიშნა ზელენსკიმ.