ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გულბაათ რცხილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა მარიდაშვილმა მიიღო.

დაცვის მხარემ სასამართლოს  ალტერნატივის სახით 30 000-ლარიანი გირაოც შესთავაზა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

გულბაათ რცხილაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 30 მაისს დააკავა და მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯაშუშობას გულისხმობს. აღნიშნული ბრალდება 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.