საქართველოს  თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და საქმის წარმოების დასრულებამდე საქართველოს საზღვრის კვეთა აუკრძალა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა გამოაცხადა.

დაცვის მხარე მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, პროკურატურა კი 20 000-ლარიან გირაოს.

ოქრუაშვილს გირაოს გადახდის ვადად ერთი თვე განესაზღვრა.

საქმე საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე არგამოცხადებას ეხება.

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია და ის ჯარიმას ან ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.