ისანში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს.

მკვლელობა წუხელ მოხდა.

სავარაუდო დამნაშავე სამართალდამცველებმა მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.