იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს საცხოვრებელ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის კლინიკაშია გადაყვანილი.

მსახიობ ბაჩო ქაჯაიას თქმით, ონისე ოქრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"ონისეს მდგომარეობა ახლა დამაკმაყოფილებელია, იმედია, დღეს მალევე გამოწერენ. რაც შეეხება კონტექსტს, ყველამ კარგად იცის, საბოლოო ჯამში, რეჟიმი როგორ აბრალებს ადამიანებს რაღაცებს და ამ დაბრალებულზე როგორ უქსევენ პირებს, რომლებსაც, რა თქმა უნდა, თვითონ მართავენ, რადგან, არ მგონია, ნაქირავები სახლის მისამართი საჯარო სივრცეში ხელმისაწვდომი იყოს.

სამი ადამიანი ჩაუსაფრდა და თავს დაესხა მას. ამ რეალობაში ვცხოვრობთ და ამასთან შეგუება წარმოუდგენელია", - განაცხადა ბაჩო ქაჯაიამ.