ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდამსხმელი კობა ფიფიაშვილი 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 

ფიფაიშვილს ასევე აეკრძალა ლადო აფხაზავასა და მის თანმხლებ პირთან მიახლოება და ყველანაირი სახის კომუნიკაცია.

პროკურატურამ ფიფიაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის გ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ) წარუდგინა, რაც თავისუფლების ორ წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.