შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით ძებნილი - 2001 წელს დაბადებული ა.ა. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, მსჯავრდებული ა.ა. მარნეულის რაიონული სამმართველოს მიერ, 2024 წლიდან  იძებნებოდა.

სამართალდამცველებმა იგი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თბილისში დააკავეს.

მსჯავრდებული გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში.