მარნეულში ცეცხლსასროლი იარაღის სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო - 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება).

თავდაპირველად ინფორმაცია ადგილობრივმა მედიამ Aktual.ge გაავრცელა და დაწერა, დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის დაიწყო, შემდეგ კი შეიარაღებულ ინციდენტში გადაიზარდა.