თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში სტუდენტებმა კარვები გაშალეს.

სტუდენტები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. პროტესტის მთავარ ცენტრად კი რამდენიმე დღეა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია.

სტუდენტების განცხადებით, ისინი უნივერსიტეტის ეზოში დარჩენას და ღამის გათენებას აპირებენ.

მანამდე კი თსუ-ის სტუდენტებმა უნივერსიტეტის რამდენიმე აუდიტორია დაიკავეს.