"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რომ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პროკურატურაში იბარებენ.

"პროკურატურამ, მოდი და გაგვესაუბრე, წულუკიანს რად არ ეახლეო", - წერს გვარამია.

კომისიაზე არგამოცხადების გამო პროკურატურაში ზურაბ გირჩი ჯაფარიძეც დაიბარეს.