შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და მუქარის ბრალდებით  წარსულში  სხვადასხვა დანაშაულებისთვის ნასამართლევი სამი პირი: 1983  წელს დაბადებული ი.დ.,  1983 წელს დაბადებული ო.ჯ.  და  1984 წელს დაბადებული ხ.ა. დააკავეს.

დანაშაულები თავისუფლების 13 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულის სახით დაკავებულმა  ი.დ. - მ  და ო.ჯ. - მ  მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, ბათუმში, ურთიერთშელაპარაკებისას, მამა-შვილს: 1982 წელს დაბადებულ მ.ფ.-ს  და  2005 წელს დაბადებულ გ.ფ.- ს ცივი იარაღის გამოყენებით  სხეულის სხვადასხვა არეში  ჯანმრთელობის დაზიანებები  მიაყენეს. ხოლო ხ.ა.  ამავე დაპირისპირებისას, დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.

ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,

პოლიციამ  დანაშაულში მონაწილე პირები ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს", - აცხადებენ შსს-ში.