18 ოქტომბერს რუსთაველზე გზის გადაკეტვისთვის დღეს სულ 12 ადამიანი დააკავეს, მათ შორის: შალვა ჩუბინიძე, ნინო სვანიძე, ლარა ნაჭყებია, თორნიკე თხილავა, ლევან მარგიანი, ვახო მაჭავარიანი, საბა ხომერიკი, ლაშა ჩხარტიშვილი, ვახო სანაია, ლევან ჯობავა, გიორგი ყიასაშვილი, დავით გოგიჩაიშვილი.

მათი ნაწილი თბილისის საქალაქო სასამართლოშია გადაყვანილი.

დაკავებულებიდან ერთი - თორნიკე თხილავა შენიშვნის საფუძველზე უკვე გაათავისუფლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.