შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა აქტივისტი თორნიკე თოშხუა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

თორნიკე თოშხუას დაკავება თბილისის საკრებულოსთან მოხდა.

აქტივისტების თქმით, ის გამოკითხვას ატარებდა ბანერით, რომელიც პოლიციამ შეურაცხყოფად მიიჩნია.

თორნიკე თოშხუა ძველი თბილისის პოლიციაშია გადაყვანილი.