მე შსს-სგან და პროკურატურისგან მოვითხოვ, რომ შეწყვიტონ ნაწამებ პაპუნა ლოცულაშვილზე სისხლის სამართლის საქმე. არ შეიძლება ნაწამებ ადამიანზე ამ დრომდე მიმდინარეობდეს გამოძიება, - ამის შესახებ  პოლიციელების მიერ ნაცემი მამაკაცის ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მოითხოვს, პოლიციელები დაისაჯონ წამების მუხლით.

"გუშინ პაპუნამ ორჯერ დაკარგა გონება სახლში, ჰქონდა გაუსაძლისი ტკივილები, ამის შემდეგ ოჯახმა გამოიძახა სასწრაფო და ის გადაიყვანეს კლინიკაში, ამ დრომდე ის რჩება ნევროლოგიურ განყოფილებაში. აქვს მწვავე თავის ქალის ტკივილები. ასევე სხვადასხვა ორგანოების ტკივილები. მას აქვს მაჯა დაზიანებული. მე შსს-სგან და პროკურატურისგან მოვითხოვ, რომ შეწყვიტონ ნაწამებ პაპუნაზე სისხლის სამართლის საქმე. არ შეიძლება ნაწამებ ადამიანზე ამ დრომდე მიმდინარეობდეს გამოძიება. ასევე, მოვითხოვთ, რომ ის მწამებლები დაისაჯონ წამების მუხლით", -  განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.

გორში, კომბინატის დასახლებაში პაპუნა ლოცულაშვილს სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდართან დაკავშირებით პროკურატურამ 6 პირი დააკავა.