არსებული ინფორმაციით, სპეცრაზმმა "მთავარი არხის" ჟურნალისტი და წამყვანი ბექა ყორშია გაიტაცა.

ის ბოლოს ელბაქიძეზე შენიშნეს, შემდეგ კი მისი კვალი გაქრა.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობარი ავრცელებს, რომელიც ელბაქიძის ტერიტორიაზე ყორშიასთან ერთად იმყოფებოდა.

"მთავარი არხის" ცნობით, ბექა ყორშია ადმინისტრაციული წესით დააკავეს და ამ დროისთვის მისი ადგილსამყოფელი და ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია.