სტრასბურგის სასამართლომ რეგისტრაციაში გაატარა საჩივარი „ქართული ოცნების“ მიერ ქართული სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის შესაზღუდად ბოლო პერიოდში მიღებული რეპრესიული კანონების, მათ შორის ივანიშვილის „ფარას" წინააღმდეგ, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებაშია აღნიშნული.

სტრასბურგის სასამართლოს საჩივრით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“, "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა“, „კანონის უზენაესობის ცენტრმა“, „პუბლიკამ“, „საქართველოს ევროპულმა ორბიტამ“ და „სამოქალაქო მოძრაობამ თავისუფლებისათვის“ ერთობლივად მიმართეს.

"სტრასბურგის სასამართლომ რეგისტრაციაში გაატარა საჩივარი „ქართული ოცნების“ მიერ ქართული სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის შესაზღუდად ბოლო პერიოდში მიღებული რეპრესიული კანონების, მათ შორის ივანიშვილის „ფარას" წინააღმდეგ.

საჩივარი შეეხება როგორც რეპრესიულ კანონმდებლობას, ასევე, ამ კანონების საფუძველზე დაწყებულ კონკრეტულ ქმედებებს. კერძოდ, ზოგიერთი მოსარჩელის მიმართ ანტიკორუფციული ბიუროს მხრიდან დაწყებულ მოკვლევას. ჩვენ ვდავობთ, რომ ხელისუფლების მიზანი არის არა კანონების აღსრულება, არამედ განსხვავებული აზრის ჩახშობა და ჩვენი საქმიანობის შეჩერება, რომ ვეღარ შევძლოთ ადამიანების დახმარება. ეს კანონები ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებებს, კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, სამართლიანი სასამართლოსა და სხვა უფლებებს.

სტრასბურგის სასამართლოს საჩივრით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა“, „კანონის უზენაესობის ცენტრმა“, „პუბლიკამ“, „საქართველოს ევროპულმა ორბიტამ“ და „სამოქალაქო მოძრაობამ თავისუფლებისათვის“ ერთობლივად მიმართეს“,- აღნიშნულია განცხადებაში.