პროკურატურაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. თბილისის პროკურორად გიორგი გვარაკიძე დაინიშნა, გენერალური პროკურორის მოადგილედ კი - ზურაბ ბელთაძე.

ბელთაძეს პროკურატურაში მუშაობის 9-წლიანი გამოცდილება აქვს. გვარაკიძე ამ დანიშვნამდე სპეციალური საგამოძიებო სამსახურში, სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო.

თბილისის ყოფილი პროკურორი ლევან გეგეჭკორი სასაზღვრო პოლიციაში გადავიდა და გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო დეპარტამენტს უხელმძღვანელებს.