ზუგდიდის ერთ-ერთ სოფელში შვილიშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 66 წლის მამაკაცი დააკავეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი 9 წლის გოგონაზე რამდენიმე თვის განმავლობაში ძალადობდა.

მოზარდთან ფსიქოლოგები მუშაობენ. 

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 141-ე და 151-ე მუხლებით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებას და მუქარას გულისხმობს.