იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის დაკავებულ ზურაბ ზვიადაურს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. 

ის ციხეს 4 თვეში პირობითი მსჯავრის და 5 ათას ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ დატოვებს.

საპროცესო გარიგების მოთხოვნით ზვიადაურმა საგამოძიებო უწყებას თავად მიმართა და გარიგება ბოლო სასამართლო პროცესზე შედგა.

ზურაბ ზვიადაური სამართალდამცველებმა 2025 წლის 16 სექტემბერს დააკავეს. პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარების ფაქტებზე ოლიმპიურ ჩემპიონს, ზურაბ ზვიადაურს ბრალდება 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით წარუდგინა, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ოლიმპიური ჩემპიონი და "ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი 2021 წელს წინანდალში 27 წლის ნიკა კენჭოშვილის მკვლელობის საქმეზე დააკავეს. რამდენიმე თვეში მან საპატიმრო 50 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ დატოვა.