ძლიერი ნისლის გამო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა რამდენიმე რეისი ვერ მიიღო, რამდენიმე კი გაუქმდა, კერძოდ, დორტმუნდის, მემინგენის და პოზნანის თვითმფრინავები თბილისის აეროპორტში დაჯდა, ლარნაკის და ბერლინის რეისები კი გაუქმდა.

მგზავრების თქმით, ავიაკომპანიამ მათ თანხის დაბრუნება ან ბილეთის შემდეგ რეისზე გადაცვლა შესთავაზა.

ამ დროისთვის ქუთაისში ფრენები ჩვეულ რეჟიმში სრულდება.