ძველ თბილისში, აბანოებში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს.
შსს-მ საქმეზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
ძველ თბილისში, აბანოებში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს.
შსს-მ საქმეზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
1780939299
მისივე თქმით, საჭიროა, ჯარიმები დაბალანსდეს იმასთან მიმართებით, თუ რა დონის იქნება გადაცდომა და კანონდარღვევა."კონსულტაციები მიმდინარეობს სახელმწიფო მდივანთან, ბატონ მამუკა მდინარაძესთან. ასევე, აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს შს სამინისტროსთან, ბატონ სულხან თამაზაშვილთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში რიგი ცვლილებების განხორციელების შესახებ.ცვლილებები შეეხება ტრანსპორტის მოძრაობის წესებს. ვმუშაობთ და ჯერჯერობით კიდევ კონსულტაციების რეჟიმში ვართ. სავარაუდოდ, შემდეგი სასესიო კვირისთვის, საგაზაფხულო სესიის ბოლოს, ჩვენ რაღაც გარკვეული ცვლილებები უკვე გვექნება.რატომ არის ეს ჩვენი საზოგადოებისთვის საინტერესო? - პრაქტიკიდან და დაკვირვებიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ რიგ შემთხვევაში, საგზაო წესებთან დაკავშირებით, მიდგომები და ჯარიმები უნდა შემსუბუქდეს. უფრო სწორი იქნება, დაბალანსდეს იმასთან მიმართებით, თუ რა დონის გადაცდომა და კანონდარღვევაა. რამდენად პროპორციულია ამ გადაცდომასთან ის დღევანდელი მოქმედი ჯარიმები.დამერწმუნეთ, კონსენსუსს აუცილებლად მივაღწევთ და სავარაუდოდ საგაზაფხულო სესიის ბოლოს საზოგადოებას გავაცნობთ, თუ რა ცვლილებები დაიგეგმება. რა კონკრეტულ მიმართულებებს შეეხება ეს ყველაფერი“, - განაცხადა კირცხალიამ.მისივე თქმით, ეს მოსახლეობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია და ჯარიმები დარეგულირდება და დაბალანსდება.
1780934956
გამოცემის ორი წყაროს ცნობით, ირანის უზენაესი ლიდერის ალი ხამენეის სიკვდილის შემდეგ, რუსეთის სპეცსამსახურებმა დროებით გამორთეს სპეციალური ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ნაწილი, რომელიც ვლადიმერ პუტინისა და მისი ახლო გარემოცვის დასაცავად გამოიყენებოდა.ერთ-ერთი მათგანის თქმით, სისტემა, რომელიც გამოყოფილია მოსკოვის მოქალაქეების მონიტორინგის თითქმის 300 000 კამერისგან, მხოლოდ მას შემდეგ ჩაირთო, რაც ინჟინრებმა საფუძვლიანად შეამოწმეს იგი და ინტერნეტისგან ჰერმეტულად იზოლირება სცადეს.ეს ზომები ისრაელის სადაზვერვო ოპერაციის საპასუხოდ იქნა მიღებული, რომელმაც, გამოცემის წყაროების ცნობით, თეირანის საგზაო კამერებიდან გადაღებული ვრცელი კადრები გამოიყენა ხამენეის უახლოეს მოკავშირეებთან შეხვედრის ადგილისა და დროის დასადგენად. დარტყმის შედეგად ირანის უსაფრთხოების რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი დაიღუპა.როგორც FT აღნიშნავს, ამ ოპერაციამ თანამედროვე სათვალთვალო სისტემების შესაძლებლობების ახალი დონე აჩვენა. მათ შეუძლიათ დიდი რაოდენობით ვიდეო მონაცემების ანალიზი, ქცევითი ნიმუშების იდენტიფიცირება, ადამიანების მოძრაობების თვალყურის დევნება და ათასობით კამერას შორის სამიზნეების სწრაფად პოვნა.ირანში განვითარებული მოვლენების შემდეგ, კრემლმა პუტინის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სისტემების შესწავლა გადაწყვიტა. როგორც FT აღნიშნავს, რუსეთის სპეცსამსახურები შიშობენ, რომ ასეთი ტექნოლოგიები შეიძლება გამოყენებულ იქნეს მაღალი თანამდებობის პირების გადაადგილების თვალყურის დევნების და კრიტიკული ინფორმაციის შესაგროვებლად.
1780933892
მისივე თქმით, მას არ სურს ოპოზიციაში პროცესები ვინმეს პირადი ინტერესის გამო დაზიანდეს."მე არ ვარ "რეფერი" და არც ჩვენი პარტია არ არის ახლა ვინმეს მოსამართლე, ან რომელიმე მხარის დამჭერი.ჩვენც გვაქვს ძალიან ბევრი ძველი ისტორია, მაგრამ ამას არც ვახვევთ თავს და არც ვარჩევთ. ყველა განცხადებას, ყველა ქმედებას აქვს თავისი პასუხისმგებლობა და ჩვენს უკან არიან ადამიანები.ნამდვილად არ მინდა, რომ ეს პროცესი რაღაცნაირად დაზარალდეს ვინმეს ამბიციით, ვინმეს ეგოთი და რაღაც თავისი ინტერესით", - განაცხადა გიგი წერეთელმა.საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "მასთან დაპირისპირებულ ოპოზიციონერებს ლუზერის ფსიქოლოგია ჩამოუყალიბდათ".
1780925568
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის გვერდზე გაწევა საერთო საქმისთვის არაფრის მომცემია."ყველა უნდა დადგეს თავის ეგოზე, ამბიციებზე მაღლა იმიტომ, რომ მთავარი ამბიცია არის საქართველოს ამ რეჟიმისგან გათავისუფლება. მე დარწმუნებული ვარ, ეს უნდა იყოს მთავარი ამბიცია და არის და იქნება კიდევაც. მიშა ვისზეც თვლის, რომ არის ლუზერი, სახელებსა და გვარებს როცა საჭირო გახდება, თვითონვე დაასახელებს. სოციალური ქსელებით აქვს შესაძლებლობა, რომ ეს სახელები და გვარები გააჟღეროს, მარჩიელობას აქ ხომ არ დავიწყებ?ოპოზიციის მხრიდან მართლაც დიდი უგუნურება იქნებოდა, რომ არ გამოვიყენოთ მიხეილ სააკაშვილი და მისი შესაძლებლობები, მიხეილ სააკაშვილის გვერდზე გაწევა საერთო საქმისთვის არაფრის მომცემია", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
1780924969
მისივე თქმით, კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის ვიზალიბერალიზაციის პრინციპებს, მათ შორის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების პატივისცემას."2026 წლის მარტში კომისიამ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა 12 თვის ვადით შეაჩერა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ ამაზე. როდესაც უვიზო რეჟიმის შეთანხმება ჩერდება, კომისია აღნიშნულ მესამე ქვეყანასთან „გაფართოებულ დიალოგს“ მართავს და მისი მიზანია შეჩერების გამომწვევი გარემოებების გამოსწორება და ამ კონტექსტში პირველი შეხვედრა 11 ივნისს გაიმართება ევროკომისიასა და საქართველოს ოფიციალური პირების დელეგაციას შორის.შეგახსენებთ, კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის ვიზალიბერალიზაციის პრინციპებს, მათ შორის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების პატივისცემას. ისინი ეწინააღმდეგება კავშირის ნორმებსა და ღირებულებებს, ხელს უშლის კავშირსა და საქართველოს შორის ეკონომიკური, ჰუმანიტარული, კულტურული, სამეცნიერო და სხვა კავშირების სტაბილურ განვითარებას.ეს იქნება ტექნიკური შეხვედრა, რომელიც ტარდება შეჩერების პროცესსა და კონტექსტში", – განაცხადა მარკუს ლამერტმა.11 ივნისს ევროკომისიასა და საქართველოს ოფიციალური პირების დელეგაციას შორის შეხვედრა გაიმართება.
1780924590
მისივე თქმით, სომხეთმა არ დაუშვა შეცდომა და ხმა დემოკრატიზაციას მისცა."სომხეთს ჰქონდა ისეთივე მნიშვნელობის არჩევნები, როგორიც იყო 2012 წელს საქართველოში, როდესაც მოდერნიზაციის და დემოკრატიზაციის სასარგებლოდ, ან საწინააღმდეგოდ უნდა მიეცათ ხმა. ამ შემთხვევაში, სომხეთმა, როგორც იქაურმა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, სომხეთმა არ გადადგა ის ნაბიჯი, როგორიც საქართველომ და ეს შეცდომა არ დაუშვა და ხმა მისცა დემოკრატიზაციას”, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
1780924115
მისივე თქმით, მათი მთავარი მიზანი იყო, რომ რუსეთისგან თავი დაეღწიათ ერთხელ და სამუდამოდ."სომეხი ხალხი ჭეშმარიტად ბრძენი აღმოჩნდა, მათ ძალიან ნათლად დაინახეს განსხვავება მოასპარეზე ძალებს შორის, მათ დაინახეს განსხვავება მშვიდობასა და ომს შორის და სწორედ ეს არის ის წყალგამყოფი, რომელიც სომხეთში არსებითი აღმოჩნდა. მათი მთავარი მიზანი იყო, რომ რუსეთისგან თავი დაეღწიათ ერთხელ და სამუდამოდ და გამოეყენებინათ ის ისტორიული შესაძლებლობა, რომლის შემდეგაც დასრულდება ისტორიული იზოლაციონიზმი ამ პატარა, მაგრამ ძალიან ევროპული სახელმწიფოსი, რომელიც ისტორიულად ჩაკეტილი იყო და არ ჰქონდა სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ რუსეთის მოკავშირე ყოფილიყო და ახლა სომეხმა ხალხმა დაინახა, რომ შესაძლებლობა აქვთ, გაარღვიონ ეს მოჯადოებული წრე და მართლაც დადგნენ მშვიდობის, განვითარებისა და სტაბილურობის გზაზე, რომელსაც მათ, საბოლოო ჯამში, სწორედ დასავლეთი, ევროინტეგრაცია და ის გეგმები მისცემს, რომელიც ნიკოლ ფაშინიანს გააჩნია", - განაცხადა ნინო კალანდაძემ.
1780923173
უშუალოდ მრეწველობის გამოშვების ზრდამ იანვარ-მარტში წლიურად 20.7% შეადგინა. მათ შორის, ნახევარზე მეტი, 10.6 პროცენტული პუნქტი, ნავთობპროდუქტების წარმოებაზე მოდიოდა, რომელიც 2025 წლის პირველი კვარტლის 37.5 მილიონი ლარიდან 574.4 მილიონ ლარამდე გაიზარდა და ნავთობპროდუქტების ექსპორტს უკავშირდება. გარდა ამისა, წლიურად 51.1%-ით გაიზარდა ძირითადი ლითონების წარმოება (ძირითადად, ფეროშენადნობები), ხოლო 62.6%-ით - ლითონის მადნების მოპოვება (ძირითადად, ოქრო და, შესაძლოა, სპილენძი). ჯამურად, ამ სამ კატეგორიაზე მრეწველობის გამოშვების ზრდის 87% მოდიოდა.აღნიშნული, ფაქტობრივად, ადასტურებს ჩვენს წინა პუბლიკაციებში გამოთქმულ მოსაზრებას, რომ ეკონომიკური ზრდის მთავარ ფაქტორს, წინა წლებისგან განსხვავებით, ამჟამად სწორედ ექსპორტი წარმოადგენს. მშპ-ის კომპონენტების შესახებ მონაცემები თვის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი.საქსტატის შეფასებით, აპრილში ეკონომიკურმა ზრდამ 6.2% შეადგინა (პირველ კვარტალში - საშუალოდ 9.1%), ყველაზე მაღალი აქტივობა კი მრეწველობის, ინფორმაციის და კომუნიკაციის, ტრანსპორტირებისა და ვაჭრობის სექტორებში დაფიქსირდა.აპრილის ზრდა მცირედით უფრო დაბალია, ვიდრე ამას თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარი მოიაზრებს, რომლის მიხედვითაც 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.4%-ია. თუმცა, ამავდროულად, მაისში უახლესი მონაცემები შესამჩნევ აჩქარებაზე მიუთითებს. კერძოდ, წინა თვესთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდილია როგორც არარეზიდენტების, ასევე რეზიდენტების უნაღდო დანახარჯები. აღნიშნულ დინამიკასთან თანხვედრაშია მაისის მეორე ნახევრიდან თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში მომატებული ფრენებიც, რომელთა რაოდენობაც 2025 წლის მაჩვენებლებს დაუახლოვდა. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ მაისში ეკონომიკური ზრდის ტემპი აპრილთან შედარებით დაჩქარდება.ტურიზმის გარკვეულწილად აღდგენის, ექსპორტის ზრდისა და სტაბილური ფულადი გზავნილების პარალელურად, მაისში, ისევე როგორც აპრილში, სავალუტო ბაზარზე, სავარაუდოდ, კვლავ სიჭარბე დაფიქსირდა. შემოდინებებს ხელი შეუწყო მაისში სინდიკაციის მეთოდით 400 მილიონი ლარის სახაზინო ობლიგაციის გამოშვებამაც - ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ემისიის 65% უცხოელმა ინვესტორებმა შეიძინეს, რის შედეგადაც თვის ბოლოს სახაზინო ფასიან ქაღალდებში არარეზიდენტი მფლობელების წილი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულამდე გაიზარდა და 7.1% შეადგინა, ბოლო ერთ წელიწადში საშუალოდ 2.5%-თან შედარებით.სავალუტო შემოდინებების ფონზე, მთლიანი საერთაშორისო რეზერვები მაისში თვიურად 531 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა და 7.0 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც ჩვენს მოლოდინებთან თანხვედრაშია. ინტერვენციების შესახებ ოფიციალური მონაცემები თვის ბოლოს გამოქვეყნდება, თუმცა სავარაუდოა, რომ მაისში, ისტორიულ მონაცემებთან შედარებით, ერთ თვეში ყველაზე მსხვილი შესყიდვები დაფიქსირდა.თავის მხრივ, ინფლაციის დინამიკას დიდწილად კვლავ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ფონზე გაძვირებული ნავთობი განაპირობებდა, ხოლო საკვებზე ფასების ზრდა გარკვეულწილად შენელდა. მაისში წლიური ინფლაცია აპრილის 5.9%-დან 5.7%-მდე შემცირდა, რაც ნაწილობრივ საბაზო ეფექტებითაა განპირობებული, ვინაიდან სეზონურად შესწორებულ თვიურ ჭრილში ფასები დამატებით 0.3%-ით გაიზარდა. თუმცა, მეორე მხრივ, აღსანიშნავია, რომ სეზონურად შესწორებული თვიური ინფლაცია აპრილთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებულია და მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოსაა.როგორც ყოველთვიური, ასევე წლიური ინფლაციის მთავარ კომპონენტებად ბენზინი და დიზელი რჩება. შესაბამისად, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი იმპორტული ინფლაცია. მკითხველს შევახსენებთ, რომ ინფლაციური ზეწოლის გაძლიერება, განსაკუთრებით კი - იმპორტული ინფლაციის, სხვა თანაბარ პირობებში ლარის მოკლევადიან პროგნოზზე გამყარების მიმართულებით მოქმედებს. უცვლელი პროგნოზით, წლის ბოლოსთვის აშშ დოლარი/ლარის გაცვლითი კურსი დაახლოებით 2.65-ის ნიშნულზე იქნება.ამავდროულად, მიმდინარე პერიოდში, ლარის პროგნოზზე მოქმედი ფაქტორები უფრო გამყარებისკენაა გადახრილი. მათ შორის, ეროვნული ვალუტა წონასწორულ ნიშნულთან შედარებით ჯერ კიდევ ზედმეტად გაუფასურებული რჩება. აგრეთვე, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების პოტენციური გადავადება კონფლიქტის რეზოლუციის სცენარში მოსალოდნელი სავალუტო გადინებების გადავადებასაც მოიაზრებს. რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთის ესკალაციას, ლარზე წმინდა ეფექტი, ჩვენი შეფასებით, დიდწილად ნეიტრალურია, თუმცა, სასაქონლო პროდუქციაზე გლობალურად გაზრდილი ფასების შედარებით გრძელვადიანი პერიოდით შენარჩუნების შემთხვევაში, ექსპორტზე დადებითი გავლენაც, შესაძლოა, მიმდინარე მოლოდინებზე ხანგრძლივი გამოდგეს.საპირისპიროდ, აღსანიშნავია ინტერნეტის გადასახდელი, რომელიც მაისში კიდევ ერთხელ შემცირდა და 2024 წლიდან, რამდენჯერმე კლების ფონზე, ინფლაციაზე უარყოფითი მიმართულებით მოქმედებს. წლიურად 5.4%-მდე შენელდა საკვების ინფლაცია, რაც დიდწილად კარტოფილის ფასების საბაზო ეფექტს უკავშირდება (-0.4 პროცენტული პუნქტის კონტრიბუცია წლიურ ინფლაციაში), თუმცა, ჩვენი შეფასებით, საკვებზე ფასები სეზონურად შესწორებულ თვიურ ჭრილშიც შემცირდა, 0.5%-ით.თიბისი კაპიტალი ინფლაციის პროგნოზს წლის ბოლოსთვის უცვლელად 6%-ზე ინარჩუნებს. გასულ 24 საათში ახლო აღმოსავლეთში კვლავ ესკალაციის ფონზე, კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ კონფლიქტის რეზოლუციის ვადებსა და პირობებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ორშაბათს დილის საათებში, ვაჭრობის განახლების შემდეგ, ნავთობის ფასები დამატებით 5%-ით გაიზარდა. მიუხედავად ამისა, ამ ეტაპზე ჩვენი საბაზო სცენარი კონფლიქტის მნიშვნელოვან გამწვავებას არ მოიაზრებს. მოსალოდნელია, რომ მომდევნო თვეებში ინფლაციის დინამიკაზე ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას კვლავ სასაქონლო პროდუქციაზე - მათ შორის, ნავთობზე, სასუქებზე, მეტალებზე, საკვებზე და ა.შ. - გლობალური ფასების ცვლილება მოახდენს.იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007525-macro-update-georgia
თბილისში სილამაზის სალონი "Atelier 13 Beauty Industry" გაიხსნა
1780401705
მერაბ მახარაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება
1779700597
1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება
1780294140
თბილისში 15 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს
1779877332
ნიკა გვარამია - არ ვიცი, რა ქმედებაში მედება ბრალი, მუხლი ვიცი, მაგრამ ქმედება არ ვიცი
1779711544