არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის თხოვნით და კურთხევით პარლამენტთან მოშიმშილეებმა შიმშილობა შეწყვიტეს.
10-მდე ადამიანი პარლამენტთან 34 დღის განმავლობაში შიმშილობდა. ისინი ახალ საპარლამენტო არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.
არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის თხოვნით და კურთხევით პარლამენტთან მოშიმშილეებმა შიმშილობა შეწყვიტეს.
10-მდე ადამიანი პარლამენტთან 34 დღის განმავლობაში შიმშილობდა. ისინი ახალ საპარლამენტო არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.
1779110363
მისივე თქმით, "ჯერ საქართველოს" გუნდში გაერთიანებული არიან პატრიოტი და სერიოზული ხალხი და არის კოლექტიური აზროვნების ჯგუფი, რომლის ამბიციებიც დაფუძნებულია ძალიან პრაგმატულ და რეალისტურ მიდგომებზე."იმის გარდა, რომ ბევრი კონცეპტუალური დოკუმენტი დადეს, კვინტენსენცია ამ მიდგომის არის ერი - სახელმწიფო, სამოქალაქო ნაციონალიზმი. რატომ? იმიტომ, რომ სამოქალაქო ნაციონალიზმი აძლიერებს ერს და უზრუნველყოფს სახელმწიფოს მდგრად განვითარებას და მის ინსტიტუციონალურ მოწყობას.ამიტომ, ჯერ საქართველო და საქართველოს ჯერია", - აცხადებს ვალერი ჩეჩელაშვილი.
1779107727
"უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი, მათ შორის, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ მართული "ცხელი ხაზი".სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად", - აცხადებენ სუსში.
1779107302
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სტრატეგიულ პარტნიორობასა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე."ხაზი გაესვა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების პოზიტიურ დინამიკას და ამ კონტექსტში ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის როლს. ქართულმა მხარემ დაადასტურა მზადყოფნა, უახლოეს მომავალში უმასპინძლოს კომისიის მომდევნო სხდომას.ორი ქვეყნის ლიდერებმა ისაუბრეს გლობალურ და რეგიონულ გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი მშვიდობის მნიშვნელობას რეგიონის მდგრადი და სტაბილური განვითარებისთვის.შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო რეგიონული მნიშვნელობის პროექტებს, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ და მათ როლს დაკავშირებადობის გაძლიერებაში.შეხვედრის შემდეგ ორ ქვეყანას შორის გაფორმდა ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორში შეთანხმებათა პაკეტი, რომელიც მოიცავს: საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ელექტროენერგიის მიწოდებისა და სატრანზიტო მიმოსვლის ძირითად პირობებზე 20-წლიან მთავრობათაშორის შეთანხმებას;აზერბაიჯანიდან გაზის ყიდვა-გაყიდვის 2003 წელს გაფორმებული ხელშეკრულების 20 წლით გაგრძელებას, რაც სოციალური გაზმომარაგების უსაფრთხოების გარანტიებს გულისხმობს.დოკუმენტებს საქართველოს მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან - ეკონომიკის მინისტრმა მიქაილ ჯაბაროვმა და ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა მოაწერეს ხელი.ასევე გაფორმდა ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლი, რომლის თანახმად ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა რაშად ნაბიევმა. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით, 6-წლიანი პაუზის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება.დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დაესწრნენ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
1779107136
მისივე თქმით, პარალელურად, აღნიშნულ საქმეზე მტკიცებულებები არ არსებობს.“პენიტენციურმა დაწესებულებამ მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს, რათა რამდენიმე განაჩენიდან საბოლოო სასჯელი დაფიქსირდეს. აღნიშნულზე გადაწყვეტილება, რის შემდეგაც სასჯელი განსაზღვრება, თუ რა არის მოხდილი და რა არის - მოსახდელი, საბოლოო ჯამში კი, თბილისი საქალაქო სასამართლოს გადმოეგზავნება, რის შემდეგაც ჩვენ გავაგრძელებთ საქმის განხილვას ნიკა მელიას საქმეზე.ასევე, ჩვენ უდავოდ ვცანით მტკიცებულებები, ვინაიდან, საქმეში არის ჯერ, ერთი მხრივ, ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ვერ ადგენს შეურაცხმყოფელი სიტყვების ადრესატს და მეორე - არის სასამართლოს რამდენიმე თანამშრომლის ჩვენება, ამიტომაც, ჩვენ არ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ აღნიშნული მტკიცებულებები დეტალურად გამოგვეკვლია“, - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა. ნიკა მელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება გადაიდო. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) წარედგინა, რაც 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
1779102213
მისივე თქმით, მის წინააღმდეგ საქმეში მტკიცებულებები ნულია."მე რომ ის გამეკეთებინა, ვიტყოდი, მე გავაკეთე-თქო, მაგრამ არ გამიკეთებია და რადგან პაპუაშვილს და კობახიძეს გაუხარდება, ვერ დავიბრალებ იმას, რაც არ გამიკეთებია და ვერც იმას, რასაც ის რომელიღაც გამომძიებელი მაბრალებს, რომელიც 10 თვე საქმეს ვერ ხსნიდა.მტკიცებულებებზე მინდა ვთქვა, 15-წლიანი მუხლი მაქვს და მისაზღვრავთ, რა ვთქვა და რა არა? რადგან ტერორიზმის მუხლით დამიჭირეს, გაიხედეს-გამოიხედეს, გაუხსნელი საქმე ედოთ, 10 თვე ქონების დაზიანებით მიმდინარეობდა გამოძიება, რახან მე, გვარად ელისაშვილი დაჭერილი ვიყავი ტერორიზმის მუხლით, გამომძიებლების გამაოგნებელი არაპროფესიონალიზმის და პოლიტიკური დაკვეთის გამო, ქონების დაზიანების გაუხსნელი მუხლი გადააკვალიფიცირეს ტერორიზმის მუხლით და მე წარმიდგინეს. მტკიცებულებები ნულია, სადღაც, ქუჩაში იპოვეს ძაღლი, შეიძლება, არც იპოვეს ის ძაღლი, ის ძაღლი მადებს ხელს, გინდა თუ არა, მე ვიყავი.მე თვითონ მრცხვენია ისეთი რაღაცით ვარ დაჭერილი, ერთი ძაღლით და რაღაც კადრით. თუ ტერორიზმი მოხდა და სასამართლო გადაიბუგა, რა გაძინებთ 8 თვე სახლში? შეკერვაც არ იცით საქმის, ეს რა უბედურებაა?“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.ალეკო ელისაშვილი 2025 წლის 29 ნოემბერს დააკავეს. მას გამოძიება ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა. ასევე, სცემა მანდატურს, დაკავების პროცესში კი წინააღმდეგობას უწევდა მანდატურებს და ცდილობდა იარაღის ამოღებას. ელისაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
1779099914
აღნიშნულ ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც მთლიანობაში 8,2 ჰექტარია, განხორციელდა უკანონო შემოღობვების დემონტაჟი და ჩატარდა მოვლითი ჭრის (გამოხშირვის) სამუშაოები.პროცესს დღეს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო."სამგორის რაიონში, ყოფილ ვარკეთილის მეურნეობაში ვიმყოფებით, სადაც მასშტაბურ პროექტს ვახორციელებთ. 8 ჰექტარ ტერიტორიაზე შენდება დასასვენებელი პარკი. არსებული სივრცე იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში, მოუწესრიგებელი. პროექტის ფარგლებში, კეთდება სასეირნო ბილიკები, საფეხბურთო, საკალათბურთო მოედანი, პატარებისთვის განსაზღვრულია სხვადასხვა ტიპის ატრაქციონი. არსებული მრავაწლოვანი ხე-მცენარეები შენარჩუნებული იქნება, დაემატება ახალებიც. მოეწყობა სარწყავი და განათების სისტემები. პროექტი წლის ბოლოსთვის დასრულდება. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდი ტერიტორიაა, სამუშაოები რამდენიმე ეტაპად გვაქვს დაყოფილი. ტერიტორიის გარკვეული ნაწილის მოწყობა ერთ თვეში, ხოლო პროექტი სრულად წლის ბოლოს დასრულდება. ირგვლივ ბევრი ოჯახი ცხოვრობს და ადგილობრივებს ექნებათ ძალიან დიდი სივრცე დასვენებისთვის, ვარჯიშისა და განტვირთვისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ ამ ტიპის პროექტების განხორციელებას. ყველა რაიონში, ყველა უბანში, უნდა იყოს მსგავსი სივრცეები“, - განაცხადა მერმა.2024 წელს სამუშაოები ჩატარდა 3.7 ჰექტარ ტერიტორიაზე, სადაც მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, გარე განათების ქსელი, განთავსდა საპარკო ავეჯი, საბავშვო და სპორტული სივრცეები, ასევე, სასმელი წყლის შადრევნები.ამ ეტაპზე სამუშაოები ტარდება დარჩენილ 4,5 ჰექტარ ტერიტორიაზე, სადაც შეიქმნება თანამედროვე რეკრეაციული სივრცე. უკვე მიმდინარეობს გამწვანების ღონისძიებები და ირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. გარდა ამისა, მოეწყობა კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები, სპორტული და საბავშვო სივრცეები.აღსანიშნავია, რომ ადგილობრივმა გამგეობამ ტყე-პარკთან მისასვლელი ახმეთ მელაშვილის ქუჩის რეაბილიტაციაც განახორციელა. მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და დაიგო ასფალტის ორფენიანი საფარი.რეკრეაციული სივრცის აღდგენა 2026 წლის ბოლომდე დასრულდება. სამუშაოების ღირებულება 6 500 000 ლარს შეადგენს.ადგილზე, თბილისის მერთან ერთად, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი პაატა ტოგონიძე და სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე იმყოფებოდნენ.
1779099764
მათივე თქმით, პარალელურად, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გაიმართება სიმბოლური - ერთკაციანი აქცია.“ისევე როგორც ყოველ ორშაბათს, დღეს, 17:00 საათიდან მხარდამჭერებთან ერთად შევიკრიბებით მთავრობის ადმინისტრაციის წინ და ხელისუფლებას შევახსენებთ, რომ ვითხოვთ წამალს ჩვენი ბავშვების გადასარჩენად. ხელისუფლების უმოქმედობის ყოველი დღე უდრის დაკარგულ სიცოცხლეს.ასევე, ვაგრძელებთ უწყვეტ აქციებს მთავრობის ადმინისტრაციის წინ და დიუშენის მარშს ყოველ კვირა დღეს.ასევე, ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილობით მითითებით ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან შეკრების ჩატარება აგვეკრძალა, ყოველ ოთხშაბათს და პარასკევს 19:00 საათზე ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან, სოლოლაკში ჩავატარებთ ერთკაციან აქციას, რომელიც კანონის თანახმად არ წარმოადგენს შეკრებას და შესაბამისად არ ექცევა შინაგან საქმეთა სამინისტროს მითითების ქვეშ“, - აღნიშნულია განცხადებაში.დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები ბავშვებისთვის წამლის შემოტანას ითხოვენ.
1779098427
მისივე თქმით, არ არსებობს დოკუმენტი, რომელი ალეკო ელისაშვილის ბრალეულობას ადასტურებს."მას შემდეგ, რაც პროკურატურა შევიდა ჩიხში იმ პირველ ეპიზოდთან - შუშის ჩატეხვასთან დაკავშირებით, იძულებული გახდნენ, რომ "შეეკერათ", დაეწყოთ ახალი საქმის გამოგონება ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ და დღეს მიმდინარე საქმე არის მკაფიო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა "შეიკეროს" კონკრეტული პირის წინააღმდეგ საქმე.მოგეხსენებათ, რომ აღნიშნულ საქმეში არ არის არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ალეკო ელისაშვილმა რამე დანაშაული ჩაიდინა, არის მხოლოდ ერთი დასკვნა და ეს ნიმუშიც აღებულია გარე სივრციდან ხანძრის დროს, მას შემდეგ, რაც მეხანძრეებმა ის ჩააქრეს. ანუ, ყველანაირი კვალი რომც არსებობდეს აღნიშნული ნიმუშის, შეუძლებელია, ამ ნიმუშით საქმეში მონაწილე ფიგურანატის აღმოჩენა, დადგენა", - განაცხადა გიორგი რეხვიაშვილმა.ალეკო ელისაშვილი 2025 წლის 29 ნოემბერს დააკავეს. მას გამოძიება ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა. ასევე, სცემა მანდატურს, დაკავების პროცესში კი წინააღმდეგობას უწევდა მანდატურებს და ცდილობდა იარაღის ამოღებას. ელისაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
"ეს გადაწყვეტილება არის უკანონო, დაუსაბუთებელი და ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ასევე საერთაშორისო სამართალს"
1778317901
ვიქტორ ყიფიანმა და ნიკოლოზ ხატიაშვილმა "ერევნის დიალოგი 2026"-ის ფარგლებში შეხვედრები გამართეს
1778079807
YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება
1778062295
"სრულად ვარ დარწმუნებული, რომ გიორგი უძილაური საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ დამაზიანებელ ქმედებას არ ჩაიდენს"
1777999591
ეკა კუპატაძე - სად გამექცევა მკვლელი ნია იმნაძე, თუ ბრალი არ მიუძღვის რამ გახადა ცუდად?!
1778163169