დენის კულანინმა საქართველო დატოვა. 

დღეს ცნობილი გახდა, რომ მას რუსეთში არ გააძევებდნენ. სამოქალაქო აქტივისტს სასამართლომ საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა.

ადვოკატების თქმით, კულანინს საქართველოს დატოვება არ სურდა, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მესამე ქვეყანაში გამგზავრებას დათანხმდა. 

დენის კულანინი საპროტესტო აქციების დროს დააკავეს და 2-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მან საპატიმრო მარიამობის დღესასწაულზე შეწყალებულებთან ერთად დატოვა.