დღეს, 19:00 საათზე, მელიქიშვილის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეები 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

საპროტესტო აქციაზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, სამოქალაქო ორგანიზაციის წევრები და მოქალაქეები შეიკრიბებიან.

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, 19:00 საათზე, მელიქიშვილის გამზირზე საპროტესტო აქციისას, საზოგადოებას სამოქმედო გეგმას გააცნობენ.

19 ნოემბერს, პოლიციამ თსუსთან მიმდებარე საპროტესტო აქცია დაშალა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილზე გადაინაცვლეს, სადაც რამდენიმე ადამიანი დააკავეს.