თბილისში, ევროპის მოედანზე აქტივისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დათა ქაშიაშვილის თქმით, სტუდენტები იქ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით საერთო ბრიფინგის გამართვას აპირებდნენ, რა დროსაც მათ 7-კაციანი ჯგუფი დაესხა თავს.

მისივე თქმით, 2 ადამიანს, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" წევრს იგორ ნარმანიას და კიდევ ერთ არასრულწლოვანს თავი აქვთ გატეხილი.

თავდამსხმელებს სავარაუდოდ, ბლაგვი საგნები ეჭირათ ხელში.