ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე გარდაიცვალა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, იგი რამდენიმე დღე კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.
ზურაბ ქურციკიძე ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტორეპორტიორი იყო.
ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე გარდაიცვალა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, იგი რამდენიმე დღე კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.
ზურაბ ქურციკიძე ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტორეპორტიორი იყო.
1757787972
ზოდელავა საპატიმროს გირაოს თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს.ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა 11 სექტემბერს დააკავეს. ხაბეიშვილს ბრალი უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისთვის ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდების მუხლებით წარედგინა.რაც შეეხება ზოდელავას, მას 364-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება წარედგინა, რაც გულისხმობს გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით გამომძიებლის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევას.
1757787074
ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლა შენარჩუნდეს და გაძლიერდეს ყველა იურისდიქციაში და „ჩვენი ქმედებების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე რუსული ნავთობით და სხვა ენერგორესურსებით ვაჭრობაა“.მისივე თქმით, რუსული ნავთობის მოხმარება უნდა შემცირდეს და ეს, თავის მხრივ, ნამდვილად შეამცირებს რუსეთის ბრძოლისუნარიანობას."ბევრი რამ კეთდება და ამაში ყველაზე ეფექტური უკრაინელი სამხედროების გრძელვადიანი ნაბიჯები და სიზუსტეა: სანქციები, რომლებიც ყველაზე სწრაფად მოქმედებს, ჩვენი ჯარისკაცების დარტყმებია“, - განაცხადა ზელენსკიმ.უკრაინის პრეზიდენტმა მადლიერება გამოხატა ყველა პარტნიორის მიმართ, რომლებიც ზღუდავენ რუსული ენერგორესურსების შესყიდვებს. ამავდროულად, მან მხარი დაუჭირა ტრამპის მოწოდებას ნატოს ქვეყნებისადმი, შეწყვიტონ რუსული ნავთობის შეძენა. თუმცა, მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ყველამ უნდა გადადგას ნაბიჯები ომის დასასრულებლად.„ჩვენ ვხედავთ შეერთებული შტატების პოზიციას და ეს პოზიცია უნდა მოისმინოს ყველამ, ვინც კვლავ რუსეთიდან ირჩევს მომარაგებას და არა სხვა პარტნიორებისგან. ყველამ, ვისაც სურს ამ ომის დასრულება, უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც აუცილებელია რუსული საომარი მანქანის შესაჩერებლად“, - განაცხადა ზელენსკიმ.ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა ტრამპის სიტყვებს, რომელმაც თქვა, რომ უკრაინაში ომი, თითქოს "ბაიდენის და ზელენსკის" ომია."ეს მხოლოდ რუსეთის ომია, პუტინის ომი. ყველა ხედავს, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ პუტინის ომია. ყველა ხედავს, რომ პოლონეთს უტევენ რუსული დრონებიც. და ეს გაფრთხილებაა არა მარტო პოლონეთის, არამედ მთელი ევროპის. რუსულ დრონებს გაცილებით დიდ მანძილზე შეუძლიათ ფრენა. ეს უკვე ძალიან ხანგრძლივი ომია - რუსეთის ამბიციების, შესაძლებლობების და ბიუჯეტის ომი. მოვუწოდებ ყველა პარტნიორს, შეწყვიტონ საბაბების ძებნა, რომ არ დააწესონ კონკრეტული სანქციები. თუ პუტინს მშვიდობა არ უნდა, ის უნდა აიძულონ. პუტინის ომი დამთავრდება მაშინ, როდესაც ის და მხოლოდ ის, ვეღარ გააგრძელებს მას", - განაცხადა ზელენსკიმ.აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზადაა რუსეთის წინააღმდეგ "სერიოზული“ სანქციები დააწესოს, მაგრამ იმ პირობით, რომ ნატოს ყველა ქვეყანა შეწყვეტს რუსული ნავთობის შეძენას."მე მზად ვარ რუსეთის წინააღმდეგ სერიოზული სანქციები დავაწესო, როდესაც ნატოს ყველა ქვეყანა იმავეს გააკეთებს და როდესაც ნატოს ყველა ქვეყანა შეწყვეტს რუსეთის ფედერაციისგან ნავთობის ყიდვას“, - წერს ტრამპი.მისივე თქმით, ნავთობის ყიდვა მნიშვნელოვნად ასუსტებს მოლაპარაკების პოზიციას და ვაჭრობის ძალას რუსეთთან მიმართებაში.
1757781902
მისი თქმით, ოკუპანტები ბრძოლის ველზე წარუმატებლები არიან და "ზეწოლა ხორციელდება დრონების, ბელარუსის ტერიტორიაზე წვრთნების და ა.შ. მეშვეობით“.ზელენსკი ვარაუდობს, რომ მტრის ჯარები კიდევ რამდენიმე შეტევითი მოქმედების განხორციელებას შეეცდებიან."თუ პარტნიორები მხარს დაგვიჭერენ, მე დარწმუნებული ვარ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში, ვფიქრობ, ჩვენი უახლოესი სტრატეგიული პარტნიორები მალე მიხვდებიან, რომ მათ არ აქვთ წარმატება და არ აქვთ აღმოსავლეთის ოკუპაციის შესაძლებლობა, რაც ნიშნავს, რომ ეს არ შეიძლება იყოს რაიმე სახის ვაჭრობის საგანი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.ბოლო 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 183 საბრძოლო შეტაკება მოხდა. თავდასხმების უმეტესობა პოკროვსკის, ლიმანის და ნოვოპავლოვსკის მიმართულებით ფიქსირდება. რუსები ყოველდღიურად ცდილობენ უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვის გარღვევას.ზაფხულის განმავლობაში რუსულმა ძალებმა გააძლიერეს სამხედრო ოპერაციები სუმის მიმართულებით, ასევე დნეპროპეტროვსკის რეგიონში, სადაც დამპყრობლები ცდილობენ დასაყრდენის მოპოვებას.პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მთლიანად ჩაშალეს რუსეთის შეტევითი ოპერაცია სუმზე."დღეის მდგომარეობით, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ რუსეთის შეტევითი ოპერაცია სუმზე ჩვენმა ძალებმა მთლიანად ჩაშალეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
1757781192
აქციის მონაწილეები თსუსთან შეიკრიბნენ და მსვლელობით პარლამენტისკენ მიდიან.მსვლელობას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეუერთდა.საპროტესტო მარშის მონაწილეებმა კახი კალაძის საარჩევნო შტაბთან სკანდირებით - “რუსებო” ჩაიარეს."კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას თქმით, დღევანდელი დღე იმის განაცხადია, რომ გაჩერებას არ აპირებენ. "დღევანდელი დღე ამის განაცხადია, ჩვენ არ ვაპირებთ გავჩერდეთ! ჩვენ ვიბრძვით უვიზო რეჟიმისთვის! საქართველოს იდენტობის ნაწილია იყოს ამ ევროპული ოჯახის ღირსეული ნაწილი, ამას კი რუსული ოცნება უშლის ხელს. რუსულ ოცნებას ვებრძვით, ეს რეჟიმი უნდა დაემხოს და მას დაამხობს ბევრი ხალხი", - განაცხადა ხოშტარიამ.
1757773848
პროცესს ესწრებოდა თავად ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯუანშერ ბურჭულაძე 11 სექტემბერს დააკავა. პროკურატურამ ბურჭულაძეს ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე წარუდგინა.ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 12 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
1757772588
დანაშაულები თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს."გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, წარსულში მომხდარი უთანხმოების ნიადაგზე, თანასოფლელს, 1992 წელს დაბადებულ შ.გ.-ს ბლაგვი, ასევე, ბასრი საგნისგამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით საავადმყოფოში მოათავსეს.პოლიციამ ნ.ხ. და თ.ხ. ბრალდებულების სახით, ცხელ კვალზე დააკავა.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 120-ე მუხლებით მიმდინარეობს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
1757765109
"6 საათზე სასამართლო სხდომა არ ჩანიშნულა, ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური პროცესი. როგორც ჩანს ე.წ. მოსამართლეს საგულდაგულოდ არჩევდნენ, იმიტომ, რომ სამართლისგან და სამართლებრივი საფუძვლებისგან თავიდან ბოლომდე დაცლილია ეს საქმე. სჭირდებოდათ მორიგი ზონდერმოსამართლე, რომელიც მათ ნებისმიერ დაკვეთას შეასრულებს. ეს პროცესი, ეს პოლიტიკური პროცესი ჟანდარმერიის მიერ დატყვევებულ ლევან ხაბეიშვილზე გადაწყვეტილება, ეფუძნება ერთადერთ რამეს - რომ 4 ოქტომბრის აქცია არ შედგეს, მაგრამ უნდა ესმოდეთ, რომ 4 ოქტომბერს ვიქნებით ძალიან ბევრი, ჯერ რომ არ ვყოფილვართ იმდენი ხალხი, რისიც ეშინიათ - სთავაზობდა ლევან ხაბეიშვილი 200000 დოლარს? ჩვენც ვთავაზობთ ყველა 200000 დოლარს, არ შეცვლილა პირობა. ამბობდა ეს ადამიანი მშვიდობიან რევოლუციას და მშვიდობიან დამხობას? დიახ 4-ში აუცილებლად იქნება მშვიდობიანი რევოლუცია და რუსული ოლიგარქიული რეჟიმის მშვიდობიანი დამხობა. დაგვიჭირონ, გაგვასამართლონ.ერთ რამეს უნდა მიხვდნენ, ყველა რომ დაგვიჭირონ ქართველი ხალხი აპირებს, რომ მშვიდობიანად დაამხონ, ამიტომ პოლიტიკური პროცესები - რა მოხდება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს - ამაზე, რა თქმა უნდა, პოზიტიური მოლოდინები არ გვაქვს. მოლოდინი გვაქვს ერთი, რომ დღესაც ბევრი ვიქნებით რუსთაველზე და 4-ში ვიქნებით ძალიან ბევრი, რომ ბიძინა ივანიშვილი უბრალოდ ამ ქვეყნიდან გაიქცეს თავის რუსებთან ერთად", - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
1757763942
"საერთოდ არ არის გასაკვირი რასაც ივანიშვილი და მისი ხელის ბიჭები ახლა აკეთებენ. ცხადზე უცხადესია, რომ ეს განპირობებულია სიმართლის შიშით, 4 ოქტომბრის აქციის შიშით. იმავე მოსამართლემ, რომელმაც გასცა განჩინება, ახლა უნდა იმსჯელოს თურმე აღკვეთის ღონისძიების საჭიროებაზე. ეს არის სამართლებრივი ნონსენსი, ქვეყანაში სახალხო დამცველი ოფიციალურად არ გვყავს, არცერთი ინსტიტუცია არ მუშაობს, მაგრამ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ ბრძოლაში არცერთ თანამებრძოლს არავინ არ მიატოვებს, მით უმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ ლევან ხაბეიშვილზე, რომელიც ერთ-ერთი მოწინავე იყო ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში და ის ამას გააგრძელებს ციხის კედლებიდან იქამდე, სანამ ქართველი ხალხი არ აიღებს საკუთარ ხელში უფრო მეტ ინიციატივას, რომლის ერთ-ერთი გამოვლინებაც დღევანდელი აქციაც იქნება და მე მგონია, რომ ბევრი ადამიანი უნდა იყოს ჯერ სასამართლოს ეზოში და შემდეგ უკვე რუსთაველის გამზირზე უნდა გადავინაცვლოთ, სადაც უფრო მეტი მზადება უნდა დავიწყოთ 4 ოქტომბრის გრანდიოზული აქციისთვის“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.
ნეპალში აქციის მონაწილეებმა პარლამენტი დაწვეს
1757423940
11 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1757533301
3 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1756842124
"ოცნების" კლანის მიერ ქვეყნის ძარცვას ფარდა ახადა, მზა დოკუმენტია ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დამნაშავეების გასასამართლებლად"
1757416344
"კრემლის ვერცერთი პროპაგანდა ვერ დამალავს 2025 წლის რუსული გაზაფხული-ზაფხულის კამპანიის წარუმატებლობას"
1756631067