მთაწმინდის პარკის პარკინგთან მდებარე შენობის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა.

ინფორმაციას "TV პირველი" ავრცელებს.

მომხდარის დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ამ შენობაში მოქალაქეები ქალაქის ხედის გადასაღებად შედიოდნენ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო, სამთო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.