აღმოსავლეთ ევროპას საქართველოს ჩათვლით ეპოტინება რუსეთი და საჭიროა ამ რეგიონის გადარჩენა, იმისათვის, რომ მთლიანი ევროპა და ევროატლანტიკური ერთობა იყოს დაცული, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა დავით დარჩიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დასავლეთი უკან არაფრით არ დაიხევს, იმიტომ, რომ მისი მომავალიც სასწორზე დგას.

"აღმოსავლეთ ევროპას საქართველოს ჩათვლით ეპოტინება რუსეთი და საჭიროა ამ რეგიონის გადარჩენა, იმისათვის, რომ მთლიანი ევროპა და ევროატლანტიკური ერთობა იყოს დაცული. 

ამას, ბუნებრივია, რომ მთელი დასავლური აკადემიური, დიპლომატიური, ეკონომიკური ელიტა აცნობიერებს.  აქ რაიმე იმედის დამყარება ტრამპზე იყო სრული გულუბრყვილობა.  ამ ხელისუფლებას ათასგვარ სხვა ბევრად უფრო სერიოზულ ცოდვებთან ერთად გულუბრყვილობა და უცოდინარობა  ახასიათებს საერთაშორისო ვითარებისა.

გამოხმაურებები კი აჩვენებს, რომ დასავლეთი უკან არაფრით არ დაიხევს, იმიტომ, რომ მისი მომავალიც სასწორზე დგას და საქართველო ერთ-ერთი ადგილია, სადაც ჭიდაობა მიმდინარეობს მომავალი მსოფლიოსათვის", - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.