მამა დოროთემ შემოგვთავაზა გუშინ ზიარება და ძალიან დიდი სიხარულით დავთანხმდით. მგონია, რომ ამ აქციის დროს ეს იქნება ძალიან კარგი საშუალება, რომ მხნეობა და ძალა შევინარჩუნოთ, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ მათი მოთხოვნები - პატიმრების გათავისუფლება და ხელახალი საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება, მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

"მამა დოროთემ შემოგვთავაზა გუშინ ზიარება და ძალიან დიდი სიხარულით დავთანხმდით. მგონია, რომ ამ აქციის დროს ეს იქნება ძალიან კარგი საშუალება, რომ მხნეობა და ძალა შევინარჩუნოთ.

თუ ეს ორი მოთხოვნა, ახალი სამართლიანი არჩევნები და პოლიტაპტიმრების გათავისუფლება არ შესრულდება, ამ ქვეყნის პოლიტიკური მომავალი დადგება ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე, ამიტომ, მგონია, რომ ეს არის სწორი მოთხოვნები, პროტესტის ფორმაც მიმაჩნია, რომ არის ადეკვატური იმ პოლიტიკის, რასაც ხელისუფლება აწარმოებს", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

გედევან ფოფხაძემ და კიდევ რამდენიმე ადამიანმა რამდენიმე დღის წინ პარლამენტთან შიმშილობა დაიწყო. მათი მოთხოვნებია - დაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები.