"ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსის ნოდარ მელაძის განცხადებით, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი პირველი მოადგილის გიორგი შინჯიკაშვილის მამა ტელეკომპანიის ჟურნალისტ მარიამ მაკასარაშვილს ფიზიკურად გაუსწორდა.

"სრული განუკითხაობა ქვეყანაში!

თავდასხმა „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე. გადამდგარი ვიცე-გუბერნატორის, გიორგი შინჯიკაშვილის მამა ფიზიკურად გაუსწორდა ქალ ჟურნალისტს, მარიამ მაკასარაშვილს. წაართვა მობილური ტელეფონი და გაიტაცა „ტვ პირველის“ სატელევიზიო კამერა.

პოლიცია დანაშაულის ადგილზე ჯერ არ მისულა“, - წერს მელაძე.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, კორესპონდენტი, რომელსაც  გადამდგარი ვიცე-გუბერნატორის გიორგი შინჯიკაშვილის მამა ფიზიკურად გაუსწორდა და სახეში მუშტი ჩაარტყა, კლინიკაში გადაჰყავთ.

მარიამ მაკასარაშვილს პირველადი სამედიცინო შემოწმება ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადის წევრებმა აღმოუჩინოს.

არსებობს ვარაუდი, რომ დაშავებულს ტვინის შერყევა აქვს, რადგან მარიამ მაკასარაშვილს თავის ტკივილი აღენიშნება.