ძველ თბილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე არასრულწლოვანი ფანჯრიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდმა სავარაუდოდ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, თუმცა სხვა დეტალები უცნობია.
მიმდინარეობს გამოძიება.
ძველ თბილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე არასრულწლოვანი ფანჯრიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდმა სავარაუდოდ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, თუმცა სხვა დეტალები უცნობია.
მიმდინარეობს გამოძიება.
1788950004
მისივე თქმით, სატელეფონო საუბრის გარდა, მის შვილს გაბაშვილთან არანაირი კავშირი არ ჰქონია და არც დანარჩენ მსჯავრდებულებთან, ნია იმნაძის გარდა."ამდენი ხანია, ამას ვიხვეწები და არავინ გვეუბნება, არ ვიცი, რა მტკიცებულებებია. მოლოდინი აღკვეთის შეცვლასთან დაკავშირებით არ მქონია, რადგან რეზონანსული საქმეა. ჩემი შვილი უდანაშაულოა და მე ამას დავამტკიცებ. ის დღე, რომელზეც საუბარია, თავდასხმის ღამეა, გიორგი სასწავლო ცენტრიდან მე მომყავდა, გზაში გავაჩერე მანქანა, მაღაზიაში შევედი "ფრესკოში“, შეიძლება იმ დროს დაურეკა, მართლა არ მახსოვს სიმართლე გითხრათ. ყოველ შემთხვევაში, ხომ ვკითხავდი, ვის ელაპარაკებოდა. სატელეფონო საუბრის გარდა, ჩემს შვილს გაბაშვილთან არანაირი კავშირი არ ჰქონია და არც დანარჩენ მსჯავრდებულებთან, ნია იმნაძის გარდა. ჩვენ ოჯახებით ვმეგობრობდით, ნია იმნაძის მამა წარმოშობით ლანჩხუთიდანაა, საიდანაც ჩემი მეუღლეა. აქედან გამომდინარე, ურთიერთობა გვქონდა, ბავშვებს ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე, ერთად ყოფნა უწევდათ, ერთად გაიზარდნენ. ეს იყო მათი კავშირი“, - განაცხადა მერაბ მალანიამ.გიორგი მალანიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ლ” ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 13 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
1788949506
ინფორმაციას ამის შესახებ მისი ადვოკატი ავრცელებს.“თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა თამაზ ელიზბარაშვილი, დაუშვებლად იქნა ცნობილი საჩივარი“, - წერს ია სირანაშვილი.ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა რამდენიმე დღის წინ შეუფარდა. მას მუქარა ედება ბრალად.
1788948938
"მე ვიყავი ლაზარე ჯორბენაძის( მამა ანდრია) ადვოკატი, რადგან ვნებები არ ცხრება და თვითმკვლელობას აბრალით, დიდებულ ქრისტიანს გ თ ხ ო ვ თ გამომკითხოთ! პატივისცემით!", - წერს თემურ მაისურაძე. ჯორბენაძის გარდაცვალების რეალურ მიზეზებთან დაკავშირებით კითხვები ციხიდან გამოგზავნილ წერილში ყოფილმა პრემიერმა დასვა და განაცხადა, რომ საზოგადოებაში პასუხგაუცემელი კითხვები რჩება რამდენიმე ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტზე, რომლებიც მისი თქმით, "კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“ მოხდა.ღარიბაშვილის წერილისა და სხვა საჯარო განცხადებების შემდეგ პროკურატურამ განაცხადა, რომ შსს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარეს არაერთი პოლიტიკოსი და საზოგადოებისთვის ცნობილი პირი, მათ შორის ნიკა გვარამია, ირმა ინაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი, გია ხუხაშვილი და სხვები.
1788947324
მისივე თქმით, კიევში საცხოვრებელ კორპუსზე რუსების მიერ მიტანილი იერიშის შედეგად ოთხი პირი დაშავდა.უკრაინის პრეზიდენტი რუსების მიერ მოლდოვის საზღვართან მდებარე საერთაშორისო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მიტანილ იერიშსაც გამოეხმაურა."გასულ ღამეს ოდესის რეგიონში, მოლდოვასთან საერთაშორისო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს, „სტაროკოზაჩეს“ დაარტყეს. იქ ოპერაციები შეჩერებულია. სამწუხაროდ, ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. მაშველებმა თექვსმეტი ადამიანის ევაკუირება შეძლეს. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. ასევე მიმდინარეობს მუშაობა დნეპრის, ნიკოლაევის, ზაპოროჟიეს, ხარკოვის, ჟიტომირის და კიევის ოლქებში რუსული თავდასხმის შედეგებთან გასამკლავებლად.სამწუხაროდ, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ძალიან მცირე რეაგირება მოჰყვა დარტყმებს, რომლებიც ადამიანებს პრაქტიკულად ყოველდღე კლავს. თუმცა რეაგირებაა საჭირო – მოსკოვი ზამთარს არ უნდა შეხვდეს იმ იმედით, რომ რაკეტებითა და დრონებით ტერორს საპასუხო შედეგის გარეშე გადაურჩება. აგრესია უნდა შეწყდეს აქ და ახლა, ვიდრე ის კიდევ უფრო გავრცელდება“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.
1788944530
თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.
1788938468
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა, მიმდინარე წლის ივლისში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკებისას ახალგაზრდა მამაკაცს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა მალევე დაადგინეს და მასზე ძებნა გამოცხადდა.დაკავებული პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
1788937259
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ერთ-ერთი დაკავებულისგან განახორციელეს ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი ჩხრეკისას, ასევე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული - 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“.სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 12 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
1788936659
ამ შესაძლებლობის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი თიბისი IT აკადემიაა - უფასო ტექნოლოგიური განათლების პროგრამა, რომელიც მონაწილეებს თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში ეხმარება. კურსების განმავლობაში მონაწილეები რეალურ სამუშაო გარემოსთან მიახლოებულ ამოცანებზე მუშაობენ, მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში იყენებენ და ტექნოლოგიურ სფეროში კარიერის დასაწყებად საჭირო უნარებს ავითარებენ.გაიცანით თიბისი IT აკადემიის კურსდამთავრებული ლაშა არველაძე - ფოთიდან, რომელიც IT აკადემიის დასრულების შემდეგ თიბისიში დასაქმდა და დღეს მობაილბანკის თამაშზე „საგანძურის მარათონი“ მუშაობს.„სამწუხაროა რომ დღეს ბევრი ახალგაზრდა ტოვებს ფოთს განათლების და გამოცდილების მისაღებად, რაც ვფიქრობ რომ ჩემი ქალაქის მთავარი პრობლემაა. სამომავლოდ მეც ვგეგმავ ისეთი კურსები შევქმნა, რომლებიც ახალგაზრდებს დატოვებს ფოთში, რასაც დღეს IT აკადემია აკეთებს. IT აკადემიაში სახლიდან გაუსვლელად ცოდნისა და გამოცდილების მიღება შეგიძლია. ვფიქრობ, ფოთი არის სწორი ადგილი, სადაც შეგიძლია შენი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენო. მეც ასე მოვიქეცი, როდესაც IT აკადემიაში ჩავირიცხე და დღეს საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის თანამშრომელი ვარ“ - ლაშა არველაძე.თიბისი IT აკადემია 2019 წლიდან მოქმედებს და მის პროგრამებში უკვე 5 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. კურსდამთავრებულთაგან დაახლოებით 500 ადამიანი თიბისისა და პარტნიორი კომპანიების ტექნოლოგიურ გუნდებში დასაქმდა.IT აკადემიასთან ერთად, თიბისის უფასო ონლაინ განათლების ეკოსისტემა აერთიანებს თიბისი ტექსკოლას, თიბისი კამპუსსა და სხვა ინიციატივებს, რომლებიც ხარისხიან განათლებაზე წვდომას გეოგრაფიული და ფინანსური ბარიერებისგან ათავისუფლებს.თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები - სწორი ადგილია განათლებისთვის.
შიო მესამე - ხშირად იმ ქვეყნად მიმავალ ადამიანს ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით
1787915856
30 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
1788033388
თბილისში, ერთ-ერთ ბინაში აფხაზი ბლოგერის ცხედარი იპოვეს
1787902576
ავლაბარში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს
1787921446
საქართველო-მოსკოვის რეისის სამგზავრო ავტობუსის სატვირთო ავტომობილთან შეჯახების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა
1788081309