საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საგარეჯოს რაიონული სამმართველოს გარდაცვლილი თანამშრომლის, პოლიციის უფროსი ლეიტენანტის ოთარ ღვინაშვილის  სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.

მან გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

ირაკლი ღარიბაშვილი ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში მთავრობის წევრებთან ერთად მივიდა.

ოთარ ღვინაშვილი საგარეჯოში 20 იანვარს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმისას დაიღუპა.